https://sputnik-georgia.com/20230405/iaponuri-dieta-rogor-gavxdet-or-kvirasi-menius-magaliti-276448513.html
იაპონური დიეტა: როგორ გავხდეთ ორ კვირაში - მენიუს მაგალითი
იაპონური დიეტა: როგორ გავხდეთ ორ კვირაში - მენიუს მაგალითი
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სწრაფი და ეფექტური გახდომის მსურველთაგან ალბათ ბევრს სმენია იაპონური დიეტის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, ორიოდ კვირაში 8... 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T17:25+0400
2023-04-05T17:25+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
დიეტა
ჯანსაღი კვება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23976/61/239766107_0:205:1920:1285_1920x0_80_0_0_40ced1aaec75e521ebf930e5740ee63e.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სწრაფი და ეფექტური გახდომის მსურველთაგან ალბათ ბევრს სმენია იაპონური დიეტის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, ორიოდ კვირაში 8 კილოგრამს „აგდებინებს“ ადამიანს.ნამდვილად ვერ გეტყვით, მართლაც დგება თუ არა ასეთი შედეგი, მაგრამ, გამომდინარე ჯანმრთელობის მიმართ თავად იაპონელების დამოკიდებულებიდან, ვფიქრობთ, მათი დიეტა მინიმუმ სასარგებლო მაინც იქნება.რა არის იაპონური დიეტა?ეს არის საკმაოდ მკაცრი დიეტა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მთელ რიგ პროდუქტებს.მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ასეთი დიეტის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, დიაბეტი და სხვ. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დღეში მინიმუმ 3-4 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.რა დაიშვებაიაპონური დიეტის დროს შეიძლება შემდეგი პროდუქტების მიღება: კვერცხი, თევზი, ბოსტნეული ნებისმიერი სახით, მცენარეული ზეთი, კეფირი, საქონლის ხორცი, ჩაი და ყავა შაქრის გარეშე.აუცილებელია დღის განმავლობაში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით კვება. ბოლო კვება დაძინებას 2 საათით უნდა უსწრებდეს წინ.რა იკრძალებაკატეგორიულად იკრძალება ორი კვირის განმავლობაში ისეთი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა ტკბილეული, მარილი, ალკოჰოლური სასმელები, ცომეული.მენიუს მაგალითიიმისათვის, რომ ნებადართული პროდუქტებისგან შესაძლებელი კერძების მომზადება გაგიადვილდეთ, გთავაზობთ მენიუს რამდენიმე ვარიანტს.დიეტის დარღვევის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ:კვერცხი პაშოტი (ე.წ. „გლაზუნია“), მოხარშული კვერცხი, ომლეტი;აღსანიშნავია, რომ ნებადართულია ჩაისა და ყავის მიღება — ოღონდ ეს რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში და, რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე.ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი შეძლებისდაგვარად ხშირ-ხშირად უნდა სვათ, რაც ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაკარგვას, შეშუპებების ალაგმვასა და ორგანიზმისთვის ტონუსის შენარჩუნებას.კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ ყველანაირი დიეტა უეფექტო და ფუჭი გამოდგება, თუ საკმარისად არ იძინებთ.რამდენიმე მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. ანუ, ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინა, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინა, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, ნაკლული ძილის დასვენების დღეებში ანაზღაურება შედეგის მომცემი არაა. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ და მკაცრ დიეტას იცავდნენ. ზოგ მათგანს სამუშაო დღეებში რვა საათზე ნაკლები ეძინა, თუმცა უქმეებზე დანაკლისს ინაზღაურებდა და საწოლში უფრო დიდხანს ატარებდა. რვაკვირიანი დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილეს დაახლოებით ერთი და იგივე წონა ჰქონდა დაკლებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს სიმაძღრის შეგრძნებაზე პასუხისმგებელ ლეპტინის დონეს. ამის გამო ადამიანს ხშირად შივდება და ბევრს ჭამს.როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23976/61/239766107_0:0:1717:1288_1920x0_80_0_0_ad50c1018cb9789df4a74b4f8ea194e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , დიეტა , ჯანსაღი კვება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , დიეტა , ჯანსაღი კვება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სწრაფი და ეფექტური გახდომის მსურველთაგან ალბათ ბევრს სმენია იაპონური დიეტის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, ორიოდ კვირაში 8 კილოგრამს „აგდებინებს“ ადამიანს.
ნამდვილად ვერ გეტყვით, მართლაც დგება თუ არა ასეთი შედეგი, მაგრამ, გამომდინარე ჯანმრთელობის მიმართ თავად იაპონელების დამოკიდებულებიდან, ვფიქრობთ, მათი დიეტა მინიმუმ სასარგებლო მაინც იქნება.
ეს არის საკმაოდ მკაცრი დიეტა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მთელ რიგ პროდუქტებს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ასეთი დიეტის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, დიაბეტი და სხვ. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დღეში მინიმუმ 3-4 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.
იაპონური დიეტის დროს შეიძლება შემდეგი პროდუქტების მიღება: კვერცხი, თევზი, ბოსტნეული ნებისმიერი სახით, მცენარეული ზეთი, კეფირი, საქონლის ხორცი, ჩაი და ყავა შაქრის გარეშე.
აუცილებელია დღის განმავლობაში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით კვება. ბოლო კვება დაძინებას 2 საათით უნდა უსწრებდეს წინ.
კატეგორიულად იკრძალება ორი კვირის განმავლობაში ისეთი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა ტკბილეული, მარილი, ალკოჰოლური სასმელები, ცომეული.
იმისათვის, რომ ნებადართული პროდუქტებისგან შესაძლებელი კერძების მომზადება გაგიადვილდეთ, გთავაზობთ მენიუს რამდენიმე ვარიანტს.
დიეტის დარღვევის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ:
კვერცხი პაშოტი (ე.წ. „გლაზუნია“), მოხარშული კვერცხი, ომლეტი;
მოხარშული ან შემწვარი თევზი. ნებადართულია თევზის კონსერვებიც, ოღონდ არა მარილიანი;
სალათები, ბოსტნეულის სმუზი კეფირითა და მწვანილეულით;
მულტიქვაბში (ე.წ. მულტივარკა) ან ჰაერღუმელში მომზადებული საქონლის ხორცი;
სხვადასხვა სახის სუპები — როგორც ხორცით, ისე მის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ნებადართულია ჩაისა და ყავის მიღება — ოღონდ ეს რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში და, რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე.
ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი შეძლებისდაგვარად ხშირ-ხშირად უნდა სვათ, რაც ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაკარგვას, შეშუპებების ალაგმვასა და ორგანიზმისთვის ტონუსის შენარჩუნებას.
კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ ყველანაირი დიეტა უეფექტო და ფუჭი გამოდგება, თუ საკმარისად არ იძინებთ.
რამდენიმე მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. ანუ, ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.
2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა,
გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინა, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.
მსგავსი შედეგები მიიღეს
ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინა, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ)
ბიოლოგების აზრით, ნაკლული ძილის დასვენების დღეებში ანაზღაურება შედეგის მომცემი არაა.
მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ და მკაცრ დიეტას იცავდნენ. ზოგ მათგანს სამუშაო დღეებში რვა საათზე ნაკლები ეძინა, თუმცა უქმეებზე დანაკლისს ინაზღაურებდა და საწოლში უფრო დიდხანს ატარებდა.
რვაკვირიანი დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილეს დაახლოებით ერთი და იგივე წონა ჰქონდა დაკლებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.
იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული
კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს სიმაძღრის შეგრძნებაზე პასუხისმგებელ ლეპტინის დონეს. ამის გამო ადამიანს ხშირად შივდება და ბევრს ჭამს.
როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.