https://sputnik-georgia.com/20230405/britanetma-maria-lvova-belovas-winaarmdeg-vetos-ufleba-gamoiyena-276440216.html
ლვოვა-ბელოვას ჰააგაში შეუძლია საუბარი: ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა
ლვოვა-ბელოვას ჰააგაში შეუძლია საუბარი: ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას... 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T13:24+0400
2023-04-05T13:24+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
გაეროს უშიშროების საბჭო
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265459589_0:2:3635:2046_1920x0_80_0_0_6b251328f752c663610ec0a606d3883b.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია აკრძალა, იუწყება გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლობა.ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი (ვლადიმირ პუტინთან ერთად), რუსეთის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვების თემაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.რუსული მხარე უკვე გამოეხმაურა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობის განცხადებას. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, „დასავლეთის ქვეყნებს აშკარად ეშინიათ, რომ ამ თემაზე ბევრი გაიგებს სიმართლეს“.ამასთან მან პირობა დადო, რომ შეხვედრის სხვა პლატფორმებზე ტრანსლაციის გზებს მონახავს და ლინკებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, პოლიანსკი სარკისებრი ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამიერიდან ასევე დაბლოკავს გაეროში მსგავსი შეხვედრების ყველა ვებტრანსლაციას.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265459589_451:0:3182:2048_1920x0_80_0_0_37bac362cd65a7242ee5c36c3a350c67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაეროს უშიშროების საბჭო, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭო, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია აკრძალა, იუწყება გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლობა.
ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი (ვლადიმირ პუტინთან ერთად), რუსეთის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვების თემაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.
„მარია ლვოვა-ბელოვა პაუხისმგებელია სამხედრო დანაშაულზე უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაადგილებისთვის. ჩვენ დავბლოკეთ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის ტრანსლაცია UNTV-ზე. [ბელოვას] არ შეიძლება დაეთმოს გაეროს პლატფორმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად. თუ მარია ლვოვა-ბელოვას საკუთარ მოქმედებებზე საუბარი სურს, მას ამის გაკეთება ჰააგაში შეუძლია“, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.
რუსული მხარე უკვე გამოეხმაურა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობის განცხადებას. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, „დასავლეთის ქვეყნებს აშკარად ეშინიათ, რომ ამ თემაზე ბევრი გაიგებს სიმართლეს“.
ამასთან მან პირობა დადო, რომ შეხვედრის სხვა პლატფორმებზე ტრანსლაციის გზებს მონახავს და ლინკებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, პოლიანსკი სარკისებრი ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამიერიდან ასევე დაბლოკავს გაეროში მსგავსი შეხვედრების ყველა ვებტრანსლაციას.