მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთი საწვავს აძვირებს, რათა მეზობელ ქვეყნებში უკანონო ექსპორტი აღკვეთოს

© AP Photo / David Zalubowski
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ავტოგასამართ სადგურებზე გასაყიდ ბენზინსა და დიზელის საწვავზე ახალი, უფრო მაღალი ზღვრული ფასები დააწესა, რათა მეზობელი ქვეყნების ფასებისთვის გაეტოლებინა, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ფასების გათანაბრება იმისთვისაა აუცილებელი, რომ ყაზახეთიდან მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფი საწვავის უკანონო გატანა და ამით დეფიციტის შექმნა აღიკვეთოს.

„ყაზახეთში ნავთობპროდუქტების ფასები როგორც საბითუმო, ისე საცალო სეგმენტში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ყაზახეთის რესპუბლიკასა და მეზობელ ქვეყნებში ნავთობპროდუქტებზე ფასების არსებული სხვაობის გათვალისწინებით, არსებობს ნავთობპროდუქტების საზღვრისპირა ქვეყნებში გადინების რისკი, რის შედეგადაც დიდია საწვავის და საპოხი მასალების შიდა ბაზარზე დეფიციტის ალბათობა“, — ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ბრძანების პროექტის განმარტებით ბარათში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის თქმით, მთავრობა იძულებული იყო გადაედგა ეს ნაბიჯი, ვინაიდან ბოლო დროს ყაზახეთში საწვავ-საპოხი მასალების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მათი მეზობელ ქვეყნებში სატრანზიტო ავტოტრანსპორტით უკანონო გატანითაა განპირობებული.
ახალი ფასები ძალაში, სავარაუდოდ, 12 აპრილს შევა.
ყველა ახალი ამბავი
0