https://sputnik-georgia.com/20230404/sokoladis-sargebeli-ra-daavadebebs-arkvets-276404547.html
ტკბილი სარგებელი: რა დაავადებებს აღკვეთს და რატომ უნდა ჭამოთ დღეში 48 გრამი შოკოლადი
ტკბილი სარგებელი: რა დაავადებებს აღკვეთს და რატომ უნდა ჭამოთ დღეში 48 გრამი შოკოლადი
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც შოკოლადი უყვარს, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რით არის სასარგებლო ეს გემრიელი პროდუქტი, ან... 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T13:18+0400
2023-04-04T13:18+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
შოკოლადი
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276404342_238:722:1230:1280_1920x0_80_0_0_7dca19efa03d8f693a0b8e9bcac5cd67.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც შოკოლადი უყვარს, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რით არის სასარგებლო ეს გემრიელი პროდუქტი, ან რა გვერდითი მოვლენები აქვს მის გადაჭარბებულად ჭამას, წერს გამოცემა Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.მათი თქმით, შოკოლადი ბევრ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს, როგორებიცაა: ფოსფორი, რკინა, თუთია, პოლიფენოლები და სპილენძი, თუმცა აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ და იმდენი შოკოლადი არ მიირთვათ, რომ მათ დასაშვებ ნორმას გადააჭარბოთ.სასარგებლო თვისებებიშოკოლადს არაერთი მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუ მას ზომიერად მიირთმევთ. ამ თვისებებს შორის შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:ამასთან აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი სარგებელი იმ შოკოლადს აქვს, რომელიც დიდი რაოდენობით კაკაოს შეიცავს. როგორც აშშ-ის ლომა-ლინდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, იმ შოკოლადის ყოველდღე მიღება, რომელიც არანაკლებ 70% კაკაოს შეიცავს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ტვინის აქტივობას.გარდა ამისა, აშშ-ის ბეილორის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა 300 ათასი პაციენტის მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ მათ, ვინც შოკოლადს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს, გულის იშემიური დაავადებების რისკი 8%-ით ნაკლები აქვთ სხვებთან შედარებით.მკვლევარები შოკოლადის სასარგებლო თვისებებს მასში შემავალი ნივთიერებებით — სტეარნის მჟავით, ფლავონოიდებითა და პოლიფენოლებით ხსნიან. ეს არის ელემენტები, რომლებიც ამაგრებს გულს, ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს „ცუდისას“, ამცირებს არტერიულ წნევას. ამ გზით შავი შოკოლადი თრომბებისა და ინსულტების რისკის შემცირებაში ნაწილობრივ მონაწილეობს.როგორც ექიმები აღნიშნავენ, შოკოლადის მიღება ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლნაკადის გაზრდასა და ჟანგბადით მის მზარდ გაჯერებას, რითაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებას აღკვეთს.გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა იქონიოს ზოგად კოგნიტურ ფუნქციებზე.დღიური ნორმასპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ შოკოლადისგან მაქსიმალური სარგებელი და მინიმალური ზიანი მიიღოთ, აუცილებელია ზომიერების დაცვა და სახეობის გათვალისწინება.როგორც მეცნიერები ამბობენ, უპირატესობა შავ შოკოლადს უნდა მიანიჭოთ.ყოველდღიურად სულ რაღაც 48 გრამი შავი შოკოლადის ჭამა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა რაიმეს შესწავლა-დამახსოვრების უნარი გაიუმჯობესოს. ამასთან შოკოლადის მაქსიმალური დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს.წინააღმდეგ შემთხვევაში შოკოლადს საზიანო ეფექტი ექნება — შეიძლება გამოიწვიოს წონის სწრაფი მატება და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276404342_309:648:1152:1280_1920x0_80_0_0_6c910307a823b47efb0e49f7b88aabd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, შოკოლადი, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, შოკოლადი, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც შოკოლადი უყვარს, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რით არის სასარგებლო ეს გემრიელი პროდუქტი, ან რა გვერდითი მოვლენები აქვს მის გადაჭარბებულად ჭამას, წერს გამოცემა
Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, შოკოლადი ბევრ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს, როგორებიცაა: ფოსფორი, რკინა, თუთია, პოლიფენოლები და სპილენძი, თუმცა აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ და იმდენი შოკოლადი არ მიირთვათ, რომ მათ დასაშვებ ნორმას გადააჭარბოთ.
შოკოლადს არაერთი მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუ მას ზომიერად მიირთმევთ. ამ თვისებებს შორის შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
შოკოლადში შემავალი თეობრომინი ხსნის ხველის პრობლემას;
კაკაო ძალიან სასარგებლოა, როგორც ანტიოქსიდანტების წყარო;
შოკოლადი ხსნის სტრესს და ადამიანს მოდუნებაში ეხმარება;
შოკოლადი აღკვეთს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს;
ამცირებს კიბოს განვითრების რისკებს;
მის შემადგენლობაში კალიუმისა და ფლავონოიდების არსებობის გამო შოკოლადის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს მაღალი წნევის შემცირებას;
შავი შოკოლადი კანს მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს;
აღკვეთს ასაკოვან ადამიანებში მეხსიერების დაკარგვას;
აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას.
ამასთან აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი სარგებელი იმ შოკოლადს აქვს, რომელიც დიდი რაოდენობით კაკაოს შეიცავს.
როგორც აშშ-ის ლომა-ლინდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, იმ შოკოლადის ყოველდღე მიღება, რომელიც არანაკლებ 70% კაკაოს შეიცავს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ტვინის აქტივობას.
გარდა ამისა, აშშ-ის ბეილორის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა 300 ათასი პაციენტის მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ მათ, ვინც შოკოლადს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს, გულის იშემიური დაავადებების რისკი 8%-ით ნაკლები აქვთ სხვებთან შედარებით.
მკვლევარები შოკოლადის სასარგებლო თვისებებს მასში შემავალი ნივთიერებებით — სტეარნის მჟავით, ფლავონოიდებითა და პოლიფენოლებით ხსნიან. ეს არის ელემენტები, რომლებიც ამაგრებს გულს, ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს „ცუდისას“, ამცირებს არტერიულ წნევას. ამ გზით შავი შოკოლადი თრომბებისა და ინსულტების რისკის შემცირებაში ნაწილობრივ მონაწილეობს.
როგორც ექიმები აღნიშნავენ, შოკოლადის მიღება ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლნაკადის გაზრდასა და ჟანგბადით მის მზარდ გაჯერებას, რითაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებას აღკვეთს.
გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა იქონიოს ზოგად კოგნიტურ ფუნქციებზე.
სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ შოკოლადისგან მაქსიმალური სარგებელი და მინიმალური ზიანი მიიღოთ, აუცილებელია ზომიერების დაცვა და სახეობის გათვალისწინება.
როგორც მეცნიერები ამბობენ, უპირატესობა შავ შოკოლადს უნდა მიანიჭოთ.
ყოველდღიურად სულ რაღაც 48 გრამი შავი შოკოლადის ჭამა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა რაიმეს შესწავლა-დამახსოვრების უნარი გაიუმჯობესოს. ამასთან შოკოლადის მაქსიმალური დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს.
წინააღმდეგ შემთხვევაში შოკოლადს საზიანო ეფექტი ექნება — შეიძლება გამოიწვიოს წონის სწრაფი მატება და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება.