https://sputnik-georgia.com/20230404/saqartvelosi-mseneblobebis-dros-mwvane-zonebis-mowyoba-savaldebulo-gaxdeba-276431832.html
საქართველოში მშენებლობების დროს მწვანე ზონების მოწყობა სავალდებულო გახდება
საქართველოში მშენებლობების დროს მწვანე ზონების მოწყობა სავალდებულო გახდება
Sputnik საქართველო
კანონი ითვალისწინებს შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის სამი მეტრიანი სავალდებულო მანძილის შემოღებას 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T23:45+0400
2023-04-04T23:45+0400
2023-04-05T00:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264659461_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_626cb9de6fa1986a0f2f763f8ff4eab1.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, განაშენიანების გეგმების წარდგენისას გამწვანება სავალდებულო გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით.პროექტის მიხედვით, განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენისას ან ნაკვეთის მშენებლობისთვის გამოყენებისას ხელისუფლებასა და მშენებლებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ განაშენიანების გეგმაში გამწვანება და მასში არსებული მწვანე ნარგავების ინტეგრირება მოახდინონ.ამასთან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მშენებლობის გეგმის მისაღებად საჭირო იქნება გამწვანების გეგმის წარდგენაც ყველა ნარგავის მახასიათებლებით და მწვანე ნარგავების მოვლაზე პასუხისმგებელი პირის მითითება.გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის სამი მეტრიანი სავალდებულო მანძილის შემოღებას.გამონაკლისი გახდება კერძო სახლების მშენებლობა, სადაც ეზოს გამწვანებაზე თითოეული პირი ინდივიდუალურად იზრუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264659461_171:0:1594:1067_1920x0_80_0_0_c0269f01ae6ed4c64b27462c1de55873.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება
საქართველოში მშენებლობების დროს მწვანე ზონების მოწყობა სავალდებულო გახდება
23:45 04.04.2023 (განახლებულია: 00:22 05.04.2023) კანონი ითვალისწინებს შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის სამი მეტრიანი სავალდებულო მანძილის შემოღებას
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, განაშენიანების გეგმების წარდგენისას გამწვანება სავალდებულო გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტის მიხედვით, განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენისას ან ნაკვეთის მშენებლობისთვის გამოყენებისას ხელისუფლებასა და მშენებლებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ განაშენიანების გეგმაში გამწვანება და მასში არსებული მწვანე ნარგავების ინტეგრირება მოახდინონ.
ამასთან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მშენებლობის გეგმის მისაღებად საჭირო იქნება გამწვანების გეგმის წარდგენაც ყველა ნარგავის მახასიათებლებით და მწვანე ნარგავების მოვლაზე პასუხისმგებელი პირის მითითება.
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის სამი მეტრიანი სავალდებულო მანძილის შემოღებას.
გამონაკლისი გახდება კერძო სახლების მშენებლობა, სადაც ეზოს გამწვანებაზე თითოეული პირი ინდივიდუალურად იზრუნებს.