https://sputnik-georgia.com/20230404/ra-xdeba-rikotis-ureltexilze-departamenti-gancxadebas-avrcelebs-276426221.html
რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე - დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე - დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
რიკოთზე ავტოსატრანსპორტის გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო არის აკრძალული. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T20:20+0400
2023-04-04T20:20+0400
2023-04-04T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/13/275911777_0:0:1599:899_1920x0_80_0_0_5d7f5297341e5406f1bdea1dec2cf4c2.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო 30 მარტიდან აიკრძალა.უწყების ცნობით, კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა.30 მარტს რიკოთის უღელტეხილიდან საავტომობილო მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადაერთო, რისი მიზეზიც ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მშენებლობის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესი გახდა.რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.ამ დროისთვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/13/275911777_157:0:1356:899_1920x0_80_0_0_6a025eaa2ba4efee1933523b7d269d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე - დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
20:20 04.04.2023 (განახლებულია: 22:47 04.04.2023) რიკოთზე ავტოსატრანსპორტის გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო არის აკრძალული.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო 30 მარტიდან აიკრძალა.
„მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის კომპლექსური შესწავლა. ტარდება ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა.
„ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები“, – აღნიშნავენ უწყებაში.
30 მარტს რიკოთის უღელტეხილიდან საავტომობილო მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადაერთო, რისი მიზეზიც ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მშენებლობის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესი გახდა.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისთვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.