https://sputnik-georgia.com/20230404/martsi-saqartvelosi-atasobit-uaqcizo-sigareti-amoires-276429613.html
მარტში საქართველოში ათასობით კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
მარტში საქართველოში ათასობით კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
Sputnik საქართველო
მარტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 120 ფაქტი გამოვლინდა. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T22:06+0400
2023-04-04T22:06+0400
2023-04-04T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22822/37/228223743_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0e392d0c2adfc104cf1c40c1c2d26959.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 ათასი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს, აგრეთვე 340 თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა IQOS, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 120 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.71 ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. 4 ფაქტზე საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 45 ფაქტი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა.აღსანიშნავია, რომ თებერვალში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22822/37/228223743_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_1328c3ce75ac5bb731d742bc9c233c50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მარტში საქართველოში ათასობით კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
22:06 04.04.2023 (განახლებულია: 23:05 04.04.2023) მარტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 120 ფაქტი გამოვლინდა.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 ათასი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს, აგრეთვე 340 თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა IQOS, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 120 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
71 ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. 4 ფაქტზე საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 45 ფაქტი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოვლინდა.