სიტუაციას ამწვავებს: კრემლი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ეხმაურება

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ფინეთის ნატოში გაწევრიანება, მოსკოვის აზრით, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და ეს კიდევ მეტად გაამწვავებს სიტუაციას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„კრემლს მიაჩნია, რომ ეს არის სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავება. ნატოს გაფართოება — რუსეთის უსაფრთხოებისა და მისი ეროვნული ინტერესების ხელყოფაა. ჩვენ ეს არაერთხელ ვთქვით და ამას ზუსტად ასე აღვიქვამთ“, — აღნიშნა პესკოვმა.

თუმცა კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება ძირეულად განსხვავდება უკრაინის პრობლემისგან, ვინაიდან ეს ქვეყანა „არასდროს ყოფილა ანტირუსული და მასთან რუსეთს არანაირი დავა არ ჰქონია“.
3 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიამ დაადასტურეს, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი დღეს, 4 აპრილს გახდება ბრიუსელის შტაბ-ბინაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფინეთი ნატოს წევრი, სავარაუდოდ, ივლისში ლიტვაში გამართულ სამიტზე გახდებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას იცავდა და ამ პოზიციას სსრკ-ის დაშლისა და ვარშავის პაქტის ლიკვიდაციის შემდეგაც ინარჩუნებდა. ქვეყნის პოლიტიკური ძალების უმეტესობამ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა 2022 წლის თებერვალში გადაწყვიტა — რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მათი აზრით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ნატოს წევრობა შეიძლება იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0