https://sputnik-georgia.com/20230404/-------276421405.html
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
Sputnik საქართველო
ჩირუხის მთაზე ზიპლაინის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 10 მილიონი ლარი. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T18:22+0400
2023-04-04T18:22+0400
2023-04-04T22:12+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276417647_63:0:1217:649_1920x0_80_0_0_d6d2ef0c18e02775aa0fbf216866349b.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.ჩირუხის მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. უწყების ცნობით, მასშტაბური ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 1.752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი „არწივის ბუდის“ დიზაინით აშენდება და მას ხეობაზე პანორამული ხედი ექნება.ზედა სადგური ზღვის დონიდან 2.496 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება.ზიპლაინის ქვედა სადგურში ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება. შენობაში კაფეტერია და ტერასა იქნება. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები მოეწყობა. ობიექტის ფართობი დაახლოებით 3,5 ათას ჰექტარს მოიცავს.ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება 9,5 მლნ ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება. ტენდერთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2023
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276417647_207:0:1072:649_1920x0_80_0_0_08092d991b20ba4cd8f88a45f578d510.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
18:22 04.04.2023  (განახლებულია: 22:12 04.04.2023) ჩირუხის მთაზე ზიპლაინის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 10 მილიონი ლარი.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ჩირუხის მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. 
უწყების ცნობით, მასშტაბური ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 1.752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი „არწივის ბუდის“ დიზაინით აშენდება და მას ხეობაზე პანორამული ხედი ექნება.
ზედა სადგური ზღვის დონიდან 2.496 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება.
ზიპლაინის ქვედა სადგურში ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება. შენობაში კაფეტერია და ტერასა იქნება. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები მოეწყობა. ობიექტის ფართობი დაახლოებით 3,5 ათას ჰექტარს მოიცავს.
ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება 9,5 მლნ ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.
წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება. ტენდერთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ 
ბმულზე.