https://sputnik-georgia.com/20230403/saqartvelos-xelisuflebam-sesazloa-xorvlis-eqsportze-akrzalva-vadaze-adre-moxsnas-276390401.html
საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოხსნას
საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოხსნას
Sputnik საქართველო
2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T23:33+0400
2023-04-03T23:33+0400
2023-04-04T14:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/12/233641247_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c057c5a15dc14141cadd90d594e2e2c8.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ქართული ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოიხსნება თვითუზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების რისკების არარსებობის პირობებში, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.როგორც შამუგიამ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ფერმერებს თავისუფალ სავაჭრო სივრცეში ხორბლის გაყიდვაში დაეხმარება.მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამის განკარგულებაზე მუშაობა ხვალიდან დაიწყება.ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ სასურსათო რისკების გათვალისწინებით გამართლებული იყო.როდის გაიაფდება პური საქართველოში - ექსპერტის პასუხი >>წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/12/233641247_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ab61313fb7401c27e54364b535a8c862.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოხსნას
23:33 03.04.2023 (განახლებულია: 14:03 04.04.2023) 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ქართული ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოიხსნება თვითუზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების რისკების არარსებობის პირობებში, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოვხსნათ... ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 2-3 თვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგი. ხოლო 3 თვის შემდეგ ჩვენ უკვე ახალ მოსავალს ველოდებით“, - განაცხადა შამუგიამ.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ფერმერებს თავისუფალ სავაჭრო სივრცეში ხორბლის გაყიდვაში დაეხმარება.
მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამის განკარგულებაზე მუშაობა ხვალიდან დაიწყება.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ სასურსათო რისკების გათვალისწინებით გამართლებული იყო.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.