https://sputnik-georgia.com/20230403/rodis-dasruldeba-gelovanis-gamzirisa-da-mawavarianis-qucis-damakavsirebeli-gzis-msenebloba-276384767.html
როდის დასრულდება გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
როდის დასრულდება გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T19:53+0400
2023-04-03T19:53+0400
2023-04-03T22:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276382485_0:211:2048:1363_1920x0_80_0_0_c1b0ed12613a166401852e32a18e8791.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, ამ დროისათვის ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც მერმა განაცხადა, ახალი გზით სარგებლობა მაისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი.ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.ახალი გზის მეშვეობით ლისის ტბა „ვეფხვისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. გზა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან („112“) გადის, გაივლის სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის, შემდეგ კი მარშალ გელოვანის გამზირს უერთდება. გზის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276382485_127:0:1944:1363_1920x0_80_0_0_4ab448a35f2e35b623116a65414fee41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
როდის დასრულდება გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
19:53 03.04.2023 (განახლებულია: 22:34 03.04.2023) ამ დროისათვის პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.
მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც მერმა განაცხადა, ახალი გზით სარგებლობა მაისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი.
„გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში არის მეწყრული ზონები. დაახლოებით ცხრა კერა იყო, თუმცა, ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.
ახალი გზის მეშვეობით ლისის ტბა „ვეფხვისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. გზა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან („112“) გადის, გაივლის სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის, შემდეგ კი მარშალ გელოვანის გამზირს უერთდება. გზის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო.