https://sputnik-georgia.com/20230402/tbilissi-taqsis-reformis-morigi-etapi-amoqmedda-detalebi-276339639.html
თბილისში ტაქსის რეფორმის მორიგი ეტაპი ამოქმედდა: დეტალები
თბილისში ტაქსის რეფორმის მორიგი ეტაპი ამოქმედდა: დეტალები
Sputnik საქართველო
გუშინ ამოქმედდა ვებსაიტის განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელია ლიცენზიების ელექტრონულად მართვა – გაყიდვა ან გაქირავება. 02.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-02T11:27+0400
2023-04-02T11:27+0400
2023-04-02T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251648208_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_992984ba5098eabfddebdd880a6f0a9c.jpg
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. თბილისში 2023 წლის 1 აპრილს ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მორიგი ეტაპი ამოქმედდა, ნათქვამია მერიის განცხადებაში.1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.წლის განმავლობაში A კატეგორიის ტაქსის ყველა ლიცენზიის მფლობელი შეძლებს ნებართვის გააქტიურებას და კონკრეტულ ავტომობილზე მიბმას. თუ ის გადაწყვეტს ნებართვის შენარჩუნებას და არ გამოიყენებს მას, მაშინ ერთ წლის შემდეგ დაერიცხება დღიური გადასახადი - 3 ლარი.იმ პირთა რაოდენობამ, ვინც ამ ნებართვებს მიიღებს, 35 ათას ადამიანს გადააჭარბა.გარდა ამისა, 1 აპრილიდან ამოქმედდა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი.მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.ტაქსის რეფორმატაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251648208_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_eb134c0459e1372a1e453b1ce803f808.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
თბილისში ტაქსის რეფორმის მორიგი ეტაპი ამოქმედდა: დეტალები
გუშინ ამოქმედდა ვებსაიტის განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელია ლიცენზიების ელექტრონულად მართვა – გაყიდვა ან გაქირავება.
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. თბილისში 2023 წლის 1 აპრილს ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მორიგი ეტაპი ამოქმედდა, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
წლის განმავლობაში A კატეგორიის ტაქსის ყველა ლიცენზიის მფლობელი შეძლებს ნებართვის გააქტიურებას და კონკრეტულ ავტომობილზე მიბმას. თუ ის გადაწყვეტს ნებართვის შენარჩუნებას და არ გამოიყენებს მას, მაშინ ერთ წლის შემდეგ დაერიცხება დღიური გადასახადი - 3 ლარი.
იმ პირთა რაოდენობამ, ვინც ამ ნებართვებს მიიღებს, 35 ათას ადამიანს გადააჭარბა.
გარდა ამისა, 1 აპრილიდან ამოქმედდა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი.
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.