https://sputnik-georgia.com/20230402/taskentsi-saqartvelosa-da-uzbekets-soris-ekonomikuri-tanamsromloba-ganixiles-276344056.html
ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს
ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს
Sputnik საქართველო
ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეცხე სხდომა გაიმართა 02.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-02T16:35+0400
2023-04-02T16:35+0400
2023-04-02T16:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
უზბეკეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/02/276343159_213:456:1772:1333_1920x0_80_0_0_281591d21a142c1805e3177172b0b55a.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს და უზბეკეთს შორის საქონელბრუნვის ზრდის დინამიკა განიხილეს ტაშკენტში შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჟამშიდ ხოჯაევმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეცხე სხდომაში.ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა.2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართული მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ" და ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.ლევან დავითაშვილის გარდა, ქართული მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის", სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის" და სხვა უწყებების წარმომადგენლები“.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/02/276343159_358:459:1523:1333_1920x0_80_0_0_86c4d441b8ba87a18020f8a7a95d09ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს
ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეცხე სხდომა გაიმართა
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს და უზბეკეთს შორის საქონელბრუნვის ზრდის დინამიკა განიხილეს ტაშკენტში შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჟამშიდ ხოჯაევმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეცხე სხდომაში.
„უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.
მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა.
2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართული მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ" და ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ლევან დავითაშვილის გარდა, ქართული მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის", სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის" და სხვა უწყებების წარმომადგენლები“.