მიქაუტაძის ერთადერთმა გოლმა „მეცს“ მოგება მოუტანა

© Georgian Football Federationგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2023
გამოწერა
მიქაუტაძე 15 გოლით და 6 საგოლე პასით ლიგა ორის ბომბარდირთა შორის ლიდერია
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ფრანგული „მეცის" და საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გოლმა ლასლო ბელენის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის 28-ე ტურში „ლავალთან" მატჩში გამარჯვება მოუტანა.
მიქაუტაძე თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთო. პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ფეხბურთელები გასახდელში ანგარიშით 0:0 გავიდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „მეცი” უფრო გააქტიურდა. 49-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა და კლუბიც დააწინაურა. ანგარიში 1:0 შეხვედრის ბოლომდე არ შეცვლილა.
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა >>
„მეცი“ 28 მატჩის შემდეგ ლიგა 2-ში 51 ქულით მეორე ადგილზეა. მისი უახლოესი მეტოქე, „ბორდო“, ტურის მატჩს 3 აპრილს ითამაშებს.
15 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში კვლავ გაუსწრო „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელს, ჟან-ფილიპ კრასოს (14).
მიქაუტაძე „მეცს“ 2017 წელს შეუერთდა.
საფრანგეთში გაზრდილმა 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2021 წელს ითამაშა. მას შემდეგ მან 14 მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა. ბოლო გოლი მან ნორვეგიასთან 28 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში გაიტანა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0