https://sputnik-georgia.com/20230402/blinkenma-lavrovs-daureka-raze-isaubres-diplomatebma-276346727.html
ბლინკენმა ლავროვს დაურეკა - რაზე ისაუბრეს დიპლომატებმა
ბლინკენმა ლავროვს დაურეკა - რაზე ისაუბრეს დიპლომატებმა
Sputnik საქართველო
ლავროვისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარი ორმხრივი ხასიათის გარკვეულ საკითხებს შეეხო 02.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-02T19:57+0400
2023-04-02T19:57+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/03/273635008_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_25573e83110ab475919db2b8563c5f2a.jpg
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავების საკითხი განიხილა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას განაცხადა.„სახელმწიფო მდივნის მიერ დაყენებული საკითხის განხილვის კონტექსტში, რომელიც რუსეთში აშშ-ის მოქალაქის, ჯაშიშობაში ეჭვმიტანილი ევან გერშკოვიჩის დაკავებას ეხებოდა, ენტონი ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემის აუცილებლობაზე, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად არის მიღებული“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, ლავროვმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ვაშინგტონის ოფიციალური პირების და დასავლური მედიის მიერ აჟიოტაჟის გაღვივება ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემის აშკარა განზრახვით.„ლავროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევონ გერშკოვიჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ჟურნალისტური სტატუსის საფარქვეშ ცდილობდა საიდუმლო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ“, - დასძინეს უწყებაში.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ამერიკის მოქალაქის უკანონო საქმიანობის დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, რომლის დაკავების შესახებ დადგენილი წესით მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ეცნობა, მის შემდგომ ბედს სასამართლო განსაზღვრავს“.ლავროვსა და ბლინკენს შორის საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ხასიათის ზოგიერთ საკითხს, ნათქვამია მოხსენებაში.ამერიკელი ჟურნალისტის საქმეაშშ-ის მოქალაქისა და WSJ-ის რუსეთის ბიუროს რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ). მას აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ შპიონაჟში ედება ბრალი. ФСБ-ს ინფორმაციით, გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ცნობებს „რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან დაკავშირებით“. როგორც უწყებაში აცხადებენ, გერშკოვიჩი სწორედ მაშინ დააკავეს ეკატერინბურგში, როდესაც საიდუმლო მონაცემების მიღებას ცდილობდა. მოსკოვის სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გერშკოვიჩის საქმიანობას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „უცხოელი კორესპონდენტის“ სტატუსი, ჟურნალისტური ვიზა და აკრედიტაცია უცხოელების მიერ რუსეთში არაჟურნალისტური საქმიანობის დასაფარად გამოიყენება.Журналист Wall Street Journal обвинен в России в шпионаже – комментарий Пескова >>WSJ-ში ჟურნალისტის წინააღმდეგ დაყენებული ბრალდებები უარყვეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმეს გერშკოვიჩის დაკავება. ანალოგიური განცხადებები დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებმაც გააკეთეს.პარასკევს ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვი შიდა პროცედურების შესაბამისად დაკავებულ ჟურნალისტ გერშკოვიჩთან საკონსულო წვდომას უზრუნველყოფს. მისი თქმით, გერშკოვიჩის დაკავებაზე აშშ-ის რეაქცია თვითგამჟღავნებად იქცა, თუ მუქარა გაგრძელდება, „ისინი ქარიშხალს მოიმკიან“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/03/273635008_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_8c68e38e450ca500be46480f388f16b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ბლინკენმა ლავროვს დაურეკა - რაზე ისაუბრეს დიპლომატებმა
19:57 02.04.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) ლავროვისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარი ორმხრივი ხასიათის გარკვეულ საკითხებს შეეხო
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავების საკითხი განიხილა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას განაცხადა.
„სახელმწიფო მდივნის მიერ დაყენებული საკითხის განხილვის კონტექსტში, რომელიც რუსეთში აშშ-ის მოქალაქის, ჯაშიშობაში ეჭვმიტანილი ევან გერშკოვიჩის დაკავებას ეხებოდა, ენტონი ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემის აუცილებლობაზე, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად არის მიღებული“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, ლავროვმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ვაშინგტონის ოფიციალური პირების და დასავლური მედიის მიერ აჟიოტაჟის გაღვივება ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემის აშკარა განზრახვით.
„ლავროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევონ გერშკოვიჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ჟურნალისტური სტატუსის საფარქვეშ ცდილობდა საიდუმლო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ“, - დასძინეს უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ამერიკის მოქალაქის უკანონო საქმიანობის დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, რომლის დაკავების შესახებ დადგენილი წესით მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ეცნობა, მის შემდგომ ბედს სასამართლო განსაზღვრავს“.
ლავროვსა და ბლინკენს შორის საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ხასიათის ზოგიერთ საკითხს, ნათქვამია მოხსენებაში.
ამერიკელი ჟურნალისტის საქმე
აშშ-ის მოქალაქისა და WSJ-ის რუსეთის ბიუროს რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ). მას აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ შპიონაჟში ედება ბრალი. ФСБ-ს ინფორმაციით, გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ცნობებს „რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან დაკავშირებით“. როგორც უწყებაში აცხადებენ, გერშკოვიჩი სწორედ მაშინ დააკავეს ეკატერინბურგში, როდესაც საიდუმლო მონაცემების მიღებას ცდილობდა. მოსკოვის სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გერშკოვიჩის საქმიანობას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „უცხოელი კორესპონდენტის“ სტატუსი, ჟურნალისტური ვიზა და აკრედიტაცია უცხოელების მიერ რუსეთში არაჟურნალისტური საქმიანობის დასაფარად გამოიყენება.
Журналист Wall Street Journal обвинен в России в шпионаже – комментарий Пескова >>
WSJ-ში ჟურნალისტის წინააღმდეგ დაყენებული ბრალდებები უარყვეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმეს გერშკოვიჩის დაკავება. ანალოგიური განცხადებები დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებმაც გააკეთეს.
პარასკევს ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვი შიდა პროცედურების შესაბამისად დაკავებულ ჟურნალისტ გერშკოვიჩთან საკონსულო წვდომას უზრუნველყოფს. მისი თქმით, გერშკოვიჩის დაკავებაზე აშშ-ის რეაქცია თვითგამჟღავნებად იქცა, თუ მუქარა გაგრძელდება, „ისინი ქარიშხალს მოიმკიან“.