ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“: შსს-მ ცეცხლის წაკიდებისთვის ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“
ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2023
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 28 წლის მამაკაცს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.
28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - აღიძრა.
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0