https://sputnik-georgia.com/20230401/mziae-tbilisis-zooparkma-saqartvelosi-gvelis-axali-saxeoba-armoacina-276330484.html
Mziae: თბილისის ზოოპარკმა საქართველოში გველის ახალი სახეობა აღმოაჩინა
Mziae: თბილისის ზოოპარკმა საქართველოში გველის ახალი სახეობა აღმოაჩინა
Sputnik საქართველო
ფაფრიანი გველის შესასწავლად საქართველოში ცნობილი ფრანგი მკვლევარი ჩამოვა, აღნიშნეს ზოოპარკში 01.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-01T22:11+0400
2023-04-01T22:11+0400
2023-04-01T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/01/276327147_0:5:1001:568_1920x0_80_0_0_2f5573c383e122181cad5652246416f7.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა ტრადიციულად 1 აპრილს ამცნო გამომწერებს საქართველოში ახალი ცხოველის გამოჩენის შესახებ - ცალკბილა ვეფხვის, მარტორქისა თუ ტყებუჩის შემდეგ ქვეყანაში ფაფრიანი გველი გაჩნდა.ზოოპარკის მონაცემებით, ქვეწარმავლის უნიკალური სახეობა აღმოჩენილია ექსპედიციის დროს, რომელიც უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოვლენას ისახავდა მიზანდ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ზოლებიანი აფთარი, მწვანე ქვაჭამია, ჭრელი მალმოვალი, შავთვალა თხუნელა და სხვა.ზოოპარკის ინფორმაციით, ექსპედიციის დროს ადგილობრივი მოსახლეობისგან ზოოპარკის თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ სამლიტრიანი ქილის სისქის ფაფრიანი გველი თავს ესხმის მწყემსებსა და მანქანებს.მოგვიანებით უცნაური ქვეწარმავალი თბილისის ზღვასთან არსებულმა ზოოპარკის ფოტოხაფანგმა დააფიქსირა. კადრებში მოხვდა ორმეტრიანი გველი, რომლის სისქე რა თქმა უნდა არ იყო სამლიტრიანი ქილის ხელა, თუმცა 8 სანტიმეტრს კიშეადგენდა. უცნაური კი ის იყო, რომ ამ გველს... ფაფარი ამშვენებდა.ამ დროისთვის უცნობია, ეს ფაფარი ნამდვილად თმის საფარია თუ თავისებურად განლაგებული ქერცლია.ფაფრიანი გველის შესასწავლად, რომელსაც სამუშაო სახელიც შეურჩიეს - Stultitiama pultikola, Mziae 2023, - თბილისში ჩამოვა საფრანგეთის კრიპტოზოოლოგიისა და ჰერპეტოლოგიიის სამეცნიერო-კვლევითო ცენტრ „ტეზიეს“ დირექტორი, აღნიშნეს ზოოპარკში.სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა ზოოპარკის ინფორმაცია ახალი გველის შესახებ სერიოზულად მიიღო. თუმცა სხვებმა გაიხსენეს ზოოპარკის ადრინდელი, საპირველაპრილო პოსტები. წინა წლებშიც ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სახალისო და ორიგინალური ხუმრობები შესთავაზა საპირველაპრილოდ, მათ შორის ცალკბილა ვეფხვისა თუ მარტორქის დაბადება, ასევე, აქლემის გიგანტური თავის ქალას აღმოჩენა.პოსტმა 1500 მოწონება და სამასზე მეტი აღფრთოვანებული კომენტარი დააგროვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/01/276327147_51:0:940:667_1920x0_80_0_0_f8cdc423ed2aedf36195ef28783234c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
Mziae: თბილისის ზოოპარკმა საქართველოში გველის ახალი სახეობა აღმოაჩინა
ფაფრიანი გველის შესასწავლად საქართველოში ცნობილი ფრანგი მკვლევარი ჩამოვა, აღნიშნეს ზოოპარკში
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა ტრადიციულად 1 აპრილს ამცნო გამომწერებს საქართველოში ახალი ცხოველის გამოჩენის შესახებ - ცალკბილა ვეფხვის, მარტორქისა თუ ტყებუჩის შემდეგ ქვეყანაში ფაფრიანი გველი გაჩნდა.
ზოოპარკის მონაცემებით, ქვეწარმავლის უნიკალური სახეობა აღმოჩენილია ექსპედიციის დროს, რომელიც უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოვლენას ისახავდა მიზანდ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ზოლებიანი აფთარი, მწვანე ქვაჭამია, ჭრელი მალმოვალი, შავთვალა თხუნელა და სხვა.
ზოოპარკის ინფორმაციით, ექსპედიციის დროს ადგილობრივი მოსახლეობისგან ზოოპარკის თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ სამლიტრიანი ქილის სისქის ფაფრიანი გველი თავს ესხმის მწყემსებსა და მანქანებს.
„დასტურად, ექსპედიციების მონაწილეებისთვის არაერთხელ უჩვენებიათ მანქანის ძარაზე დატოვებული გველის კბილების ანაბეჭდები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგვიანებით უცნაური ქვეწარმავალი თბილისის ზღვასთან არსებულმა ზოოპარკის ფოტოხაფანგმა დააფიქსირა. კადრებში მოხვდა ორმეტრიანი გველი, რომლის სისქე რა თქმა უნდა არ იყო სამლიტრიანი ქილის ხელა, თუმცა 8 სანტიმეტრს კიშეადგენდა. უცნაური კი ის იყო, რომ ამ გველს... ფაფარი ამშვენებდა.
ამ დროისთვის უცნობია, ეს ფაფარი ნამდვილად თმის საფარია თუ თავისებურად განლაგებული ქერცლია.
ფაფრიანი გველის შესასწავლად, რომელსაც სამუშაო სახელიც შეურჩიეს - Stultitiama pultikola, Mziae 2023, - თბილისში ჩამოვა საფრანგეთის კრიპტოზოოლოგიისა და ჰერპეტოლოგიიის სამეცნიერო-კვლევითო ცენტრ „ტეზიეს“ დირექტორი, აღნიშნეს ზოოპარკში.
სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა ზოოპარკის ინფორმაცია ახალი გველის შესახებ სერიოზულად მიიღო. თუმცა სხვებმა გაიხსენეს ზოოპარკის ადრინდელი, საპირველაპრილო პოსტები. წინა წლებშიც ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სახალისო და ორიგინალური ხუმრობები შესთავაზა საპირველაპრილოდ, მათ შორის ცალკბილა ვეფხვისა თუ მარტორქის დაბადება, ასევე, აქლემის გიგანტური თავის ქალას აღმოჩენა.
პოსტმა 1500 მოწონება და სამასზე მეტი აღფრთოვანებული კომენტარი დააგროვა.