მკვლელობა ავტობანზე: საქართველოში ორი ახალგაზრდა დაიღუპა

© Sputnik / Viktor Kaminskyკაცი იარაღით ხელში
კაცი იარაღით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2023
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე სროლის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, შაბათს ღამით ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ ახალგაზრდას შორის ჩხუბი მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და, სავარაუდოდ, შემთხვევით გაისროლა. გასროლას ერთდროულად ორი ადამიანი შეეწირა.
ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ოთხი პირი დააკავეს >>
შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღის აღძრული.
ყველა ახალი ამბავი
0