https://sputnik-georgia.com/20230401/kaxetsi-energoefeqturi-rumelebis-tanadafinansebis-programa-ganxorcieldeba-276328846.html
კახეთში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა განხორციელდება
კახეთში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა განხორციელდება
Sputnik საქართველო
პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. 01.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-01T20:06+0400
2023-04-01T20:06+0400
2023-04-01T20:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/05/243670586_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_e7d4175190742fda7d5e139ba5795222.jpg
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ECO.Georgia-ს ფარგლებში ხორცილდება.პროექტ ECO.Georgia-ს დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა.„ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/05/243670586_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_2e7d1274b9a6f6f4ece11993e7e79d84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ენერგეტიკა
კახეთში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა განხორციელდება
პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ECO.Georgia-ს ფარგლებში ხორცილდება.
პროექტ ECO.Georgia-ს დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.
პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა.
„ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.