https://sputnik-georgia.com/20230401/karl-mesamis-namusevrebs-did-britanetsi-gamofenaze-waradgenen-276326511.html
კარლ III ნამუშევრებს დიდ ბრიტანეთში გამოფენაზე წარადგენენ
კარლ III ნამუშევრებს დიდ ბრიტანეთში გამოფენაზე წარადგენენ
Sputnik საქართველო
ნახატებზე მუშაობა მეფეს იმდენად ამშვიდებს, რომ ის თითქოს „სხვა განზომილებაში" გადადის. 01.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-01T17:45+0400
2023-04-01T17:45+0400
2023-08-17T19:46+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270320661_97:1184:1632:2048_1920x0_80_0_0_93842faaa3a370a4d3876ee5e1336db8.jpg
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III მიერ შექმნილი აკვარელის ნახატები გამოიფინება სამშაბათს ექსპოზიციაზე სანდრინგემის სასახლეში - ნორფოლკის საგრაფოში მდებარე უინდზორის დინასტიის კერძო მამულში, იუწყება გაზეთი Evening Standard.მონარქმა ეს ტილოები დახატა უელსში, შოტლანდიაში, უინდზორის სასახლეში, ასევე ჰაიგროუვისა და ბირკჰოლის სამეფო მამულებში, აღნიშნავს გამოცემა. როგორც თავად კარლ III აღნიშნავდა ადრე, ნახატებზე მუშაობა მას იმდენად ამშვიდებს, რომ ის თითქოს „სხვა განზომილებაში" გადადის.აღინიშნა, რომ მეფე ნებისმიერ თავისუფალ მომენტს სახვით ხელოვნებას უთმობს. მოგზაურობისას ყოველთვის თან აქვს ამისთვის საჭირო აქსესუარები. გამოფენა სავარაუდოდ აპრილიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, რომელიც ქვეყანას 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა, 2022 წლის 8 სექტემბერს შოტლანდიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცმა ჩარლზმა გამეფების შემდეგ კარლ მესამის სახელი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ კამილამ მიიღო კონსორტ-დედოფლის სტატუსი. სამეფო წყვილის კორონაციის ცერემონია 6 მაისს გაიმართება.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270320661_222:1134:1440:2048_1920x0_80_0_0_9ec4f8ff0d98a37d080a61d3818273cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
კარლ III ნამუშევრებს დიდ ბრიტანეთში გამოფენაზე წარადგენენ
17:45 01.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ნახატებზე მუშაობა მეფეს იმდენად ამშვიდებს, რომ ის თითქოს „სხვა განზომილებაში" გადადის.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III მიერ შექმნილი აკვარელის ნახატები გამოიფინება სამშაბათს ექსპოზიციაზე სანდრინგემის სასახლეში - ნორფოლკის საგრაფოში მდებარე უინდზორის დინასტიის კერძო მამულში, იუწყება გაზეთი Evening Standard.
„გამოიფინება მეფის მიერ შექმნილი 40-ზე მეტი აკვარელის ნახატი. კოლექცია, რომელიც მოიცავს ბრიტანეთის პეიზაჟებისა და სამეფო რეზიდენციების ინტერპრეტაციებს, გამოიფინება სანდრინგემის სასახლის სამეჯლისო დარბაზში", - ნათქვამია განცხადებაში.
მონარქმა ეს ტილოები დახატა უელსში, შოტლანდიაში, უინდზორის სასახლეში, ასევე ჰაიგროუვისა და ბირკჰოლის სამეფო მამულებში, აღნიშნავს გამოცემა. როგორც თავად კარლ III აღნიშნავდა ადრე, ნახატებზე მუშაობა მას იმდენად ამშვიდებს, რომ ის თითქოს „სხვა განზომილებაში" გადადის.
აღინიშნა, რომ მეფე ნებისმიერ თავისუფალ მომენტს სახვით ხელოვნებას უთმობს. მოგზაურობისას ყოველთვის თან აქვს ამისთვის საჭირო აქსესუარები. გამოფენა სავარაუდოდ აპრილიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, რომელიც ქვეყანას 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა, 2022 წლის 8 სექტემბერს შოტლანდიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცმა ჩარლზმა გამეფების შემდეგ კარლ მესამის სახელი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ კამილამ მიიღო კონსორტ-დედოფლის სტატუსი. სამეფო წყვილის კორონაციის ცერემონია 6 მაისს გაიმართება.