https://sputnik-georgia.com/20230331/zemo-larsi-dges-rusetis-sazgvrisken-gza-chaiketa-276312915.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა
Sputnik საქართველო
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T22:55+0400
2023-03-31T22:55+0400
2023-03-31T22:55+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ზემო ლარსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071927_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_69afb3558634f5ea9751198ddfdacc9e.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
ზემო ლარსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071927_173:354:2432:2048_1920x0_80_0_0_ee02782abd0683777e517bc1434b40f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ზემო ლარსი
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ზემო ლარსი
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების
ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.