ვისი და რამდენი ვალი აქვს საქართველოს?

გამოწერა
2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა, 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მსხვილი კრედიტორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხუთეულში შედიან აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA).
რაც შეეხება მსხვილ კრედიტორ ქვეყნებს, სამეულში შედიან საფრანგეთი, გერმანია და იაპონია.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ რომელი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი აქვს საქართველოს.
მოყვანილი მონაცემებში არ შედის ვალის მომსახურების თანხები. საგარეო ვალის ოდენობა მითითებულია ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
ყველა ახალი ამბავი
0