https://sputnik-georgia.com/20230331/uoc-mp-kievis-sasamartlo-276275672.html
კიევის სასამართლომ UOC-MP-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
კიევის სასამართლომ UOC-MP-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) სარჩელი... 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T12:51+0400
2023-03-31T12:51+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
კიევ-პეჩორის ლავრა
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რელიგია
საეკლესიო დაპირისპირება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271230565_0:0:3059:1720_1920x0_80_0_0_040b00106bc2696a2fc68c17fb1ff952.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) სარჩელი კიევ-პეჩორის ლავრის მიმართ, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.UOC-MP თავისი სარჩელით იმ გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვდა, რომლითაც მას ლავრით სარგებლობაზე იჯარის უფლება შეუჩერდა.მანამდე, მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა.თუმცა კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები, რომლებიც 30 მარტს მივიდნენ ლავრაში შესაბამისი სამუშაოს განსახორციელებლად, UOC-MP-ის მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო.ამასთან დაკავშირებით UOC-MP-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ კომისიას მანამ არ შეუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლო მათ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.კრემლში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271230565_18:0:2749:2048_1920x0_80_0_0_01558a4c918b4f240a99b9638ede8fcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , კიევ-პეჩორის ლავრა, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რელიგია, საეკლესიო დაპირისპირება, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , კიევ-პეჩორის ლავრა, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რელიგია, საეკლესიო დაპირისპირება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) სარჩელი კიევ-პეჩორის ლავრის მიმართ, ნათქვამია სასამართლოს
განცხადებაში.
UOC-MP თავისი სარჩელით იმ გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვდა, რომლითაც მას ლავრით სარგებლობაზე იჯარის უფლება შეუჩერდა.
მანამდე, მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა.
თუმცა კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები, რომლებიც 30 მარტს მივიდნენ ლავრაში შესაბამისი სამუშაოს განსახორციელებლად, UOC-MP-ის მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით UOC-MP-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ კომისიას მანამ არ შეუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლო მათ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
კრემლში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“.