მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კარინ ჟან-პიერი: სამწუხაროდ, რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვა შეუძლებელია

© AFP 2024 / OLIVIER DOULIERYკარინ ჟან-პიერი
კარინ ჟან-პიერი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ვერ ხედავს ვერანაირ საერთაშორისო სამართლებრივ გზას რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამოსართმევად, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე.
ამით მან პასუხი გასცა აპრილში უშიშროების საბჭოში რუსეთის მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

„სამწუხაროდ, რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და არანაირი რეალური საერთაშორისო სამართლებრივი გზები ამ სიტუაციის შესაცვლელად არ არსებობს. ეს დღევანდელი რეალობაა. რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ ხილვა, რეალობა არის ის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად ცერემონიული პოზიციაა, რომელიც ყოველთვიურად გადაეცემა უშიშროების საბჭოს წევრებს ანბანური თანმიმდევრობით. ეს არის ის, რასაც ჩვენ აპრილში ვიხილავთ“, — აღნიშნა ჟან-პიერმა.

თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში არაფერი ესაქმება ქვეყანას, რომელიც „უხეშად არღვევს გაეროს წესდებას და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება“.
როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, აშშ მოუწოდებს რუსეთს, პროფესიონალურად იმოქმედოს საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
მისი თქმით, შეერთებული შტატების ხელისუფლება ელოდება, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოში თავის ადგილს უკრაინის მოვლენებზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად და მისგან ყურადღების გადასატანად გამოიყენებს.
ყველა ახალი ამბავი
0