„შავი ლომი" - 32 მორაგბით სამხრეთ ამერიკაში

© courtesy of Black Lionქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი"
ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
ევროპის სუპერთასის ორგზის ჩემპიონი „შავი ლომი" სამხრეთამერიკული ტურნესთვის აქტიურად ემზადება.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან ხუთ მატჩს გამართავს.
გამომდინარე იქიდან, რომ „შავი ლომის“ მორაგბეთა ძირითადი ბირთვი საქართველოს ნაკრების წევრებისგან შედგება, სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია.
მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 32 მორაგბეა – 18 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე.
„ვფიქრობ, ყველამ კარგად დაინახა, რამდენად დიდია „შავი ლომის“ როლი ნაკრების მზადების პროცესში. სამხრეთამერიკული ტურნე დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში უმნიშვნელოვანესია. აქ მოდიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ის მორაგბეები, რომლებიც მსოფლიო თასის წინ სელექციისთვის მოიაზრებიან, მათ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ", – განაცხადა მაისაშვილმა.
„შავი ლომის" შემადგენლობა სამხრეთ ამერიკის ტურნეზე
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გოგა ქადარია; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია;
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, პაატა გალდავა;
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, მიხეილ გაჩეჩილაძე, თორნიკე აქუბარდია;
9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე, თორნიკე კახოიძე;
11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი;
15: ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე.
სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში „შავი ლომი" პირველ შეხვედრას 8 აპრილს ჩაატარებს, იგი მონტევიდეოში, სტადიონ „შარუაზე“ არგენტინულ „დოგოს XV"-ს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0