პრესკონფერენცია: პოლიტიკა და რელიგია - როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი

© photo: Sputnik / Stringerკიევ-პეჩორის ლავრა
კიევ-პეჩორის ლავრა - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „პოლიტიკა და რელიგია - როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი" „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 31 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
უკრაინაში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო კონფლიქტი გრძელდება. მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (UOC-MP) უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა. როგორც უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, ბერებს შეუძლიათ ლავრაში დარჩენა, თუ შეუერთდებიან კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო სქიზმატურად მიიჩნევს. კიევ-პეჩორის მიტროპოლიტმა პაველმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება.
მართლმადიდებლური სამყარო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერად აღდგა და კიევ-პეჩორის ლავრის მღვდლების დევნის წინააღმდეგ გამოდის.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა გამოხატეს ჩეხეთის, ბელარუსის, საქართველოს, სირიის, სერბეთისა და აშშ-ის მართლმადიდებლური ეკლესიების სასულიერო პირებმა. უკრაინის მრევლი მართლმადიდებლური ეკლესიის განხეთქილებას და მისი გავლენის სფეროების პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის დაყოფას ვარაუდობენ.
პრობლემის შესახებ საქართველოში არსებულ შეხედულებაზე პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა ისაუბრებს.
ყველა ახალი ამბავი
0