მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: ვინ იასპარეზებს საქართველოდან კატარში

© photo: Sputnik / Stringerვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ცხრა ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ის სპორტსმენები დაასახელა, რომლებიც მაისში დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
მსოფლიო ჩემპიონატი 7-14 მაისს ჩატარდება. საქართველოს ნაკრები კატარში ცხრა ძიუდოისტით გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
საქართველომ ტაშკენტში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ოქრო გუნდს მოუტანა ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაო - ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0