ერიხ ფრომის ტესტი: რას გეტყოდათ ფსიქოანალიტიკოსი?

© Pixabay / congerdesignსიყვარული
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
ტესტის ავტორობა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანელ ფსიქოანალიტიკოსს ერიხ ფრომს მიეწერება.
დახედეთ სურათს და აირჩიეთ ის გული, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ არჩევანის გაკეთებას დიდი ხანი არ მოანდომოთ — ენდეთ პირველ შთაბეჭდილებას.
შემდეგ კი ნახეთ, რა სიბრძნეს გაგიზიარებდათ ერიხ ფრომი, თუ მასთან შეხვედრა მოგიწევდათ.
ერიხ ფრომის ტესტი
ერიხ ფრომის ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
ერიხ ფრომის ტესტი

თუ აირჩიეთ:

გული №1 - ადამიანისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, გარდა საკუთარი თავისა და სიცოცხლის ხელოვნებისა. ის არსებობს ყველაფრისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისთვის.
გული №2 - თანამედროვე ადამიანი ფიქრობს, რომ დროს კარგავს, როცა სწრაფად არ მოქმედებს. მაგრამ მან არ იცის, რა მოუხერხოს მოგებულ დროს. ამიტომ მხოლოდ კლავს მას.
გული №3 - თუ მიყვარს, კიდეც ვზრუნავ. ანუ მაყურებელი კი არ ვარ, არამედ აქტიურად ვმონაწილეობ სხვა ადამიანის განვითარებასა და ბედნიერებაში.
გული №4 - ჩვენს დროში ადამიანთა უმრავლესობისთვის ბედნიერება - ეს იმით კმაყოფილებაა, რომ სხვებზე მეტს იღებენ.
გული №5 - ეგოიზმი - ეს საკუთარი თავისადმი სიყვარულის ნაკლებობაა და არა პირიქით. ვისაც თავი არ უყვარს, გამუდმებით შფოთავს საკუთარ თავზე.
გული №6 - საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების ცოდნა იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ეს ჩვენს უმავლესობას ჰგონია. ეს ადამიანის ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. ჩვენ სასოწარკვეთით ვცდილობთ გავშორდეთ ამ პრობლემას იმით, რომ სტანდარტულ მიზნებს საკუთარ სურვილებად აღვიქვამთ.
ყველა ახალი ამბავი
0