https://sputnik-georgia.com/20230331/dronma-okeanis-fskerze-idumali-nakvalevi-gadairo-276283047.html
დრონმა ოკეანის ფსკერზე იდუმალი ნაკვალევი გადაიღო: ვრცელდება ფოტოები
დრონმა ოკეანის ფსკერზე იდუმალი ნაკვალევი გადაიღო: ვრცელდება ფოტოები
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ატლანტის ოკეანის ფსკერზე ნორვეგიულმა დრონმა ROV იდუმალი ხვრელების მწკრივი აღმოაჩინა 2082 მეტრის სიღრმეზე, კვალი შესაძლოა „რაღაც... 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T15:00+0400
2023-03-31T15:00+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ნორვეგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1f/276282889_0:212:1920:1292_1920x0_80_0_0_b713ab0b5ccd6e0b01d2af6cc13fa906.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ატლანტის ოკეანის ფსკერზე ნორვეგიულმა დრონმა ROV იდუმალი ხვრელების მწკრივი აღმოაჩინა 2082 მეტრის სიღრმეზე, კვალი შესაძლოა „რაღაც ცოცხალსა“ და აქამდე უცნობს ეკუთვნოდეს, ნათქვამია მეცნიერთა მოხსენებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების შემსწავლელმა ექსპედიციამ 2004 წლის ივლისში გადაიღო იდუმალი ნაკვალევის ვიდეო, რის შემდეგაც დაიწყეს კიდეც ამ ფენომენის შესწავლა. როგორც ირკვევა, წყალქვეშა დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებზე სწორ ან ოდნავ მოხრილ მწკრივებად განლაგებული ხვრელებია აღბეჭდილი. ამასთან ზოგ ადგილზე მწკრივები ერთმანეთს კვეთს და ძალიან ჰგავს რაღაც ნაკვალევს.თითოეული ხვრელის სიღრმე და დიამეტრი დაახლოებით 6×1,5 სანტიმეტრია. რამდენიმე მათგანი ახლად ამოთხრილს ჰგავდა, დანარჩენები კი ძველი იყო და ნალექს დაეფარა.მეცნიერთა ვარაუდით, ღრმულები რაღაც ძალიან დიდი ტანის ცხოველმა ამოთხარა საკვების ძებნის პროცესში.„ეს ნაკვალევი უძველესი ორგანიზმების ნამარხ ნაშთებს მოგვაგონებს, რომლებიც მანამდეა აღმოჩენილი ღრმაწყლოვან ქანებში. ამიტომ გაუგებარია, რა არის ეს — ხოხვისთვის, კვებისთვის თუ ცხოვრებისთვის საჭირო სტრუქტურა“, — წერენ კვლევის ავტორები.აღსანიშნავია, რომ რაღაც მსგავსი უკვე აღწერილია ნამარხების „მატიანეში“. საუბარია უძველესი უცნობი არსებების ნაკვალევზე, რომლებსაც Trichophycus pedum ეწოდათ და რომლებიც 542 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სპეციალისტების დაინტერესებასა და კვლევაში ჩართვას, რათა გაარკვიონ, ვინ დატოვა ღრმულები ოკეანის ფსკერზე.
ნორვეგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1f/276282889_0:0:1920:1440_1920x0_80_0_0_dacabb76c09631456d131695536f1a87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ნორვეგია, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ნორვეგია, ახალი ამბები
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ატლანტის ოკეანის ფსკერზე ნორვეგიულმა დრონმა ROV იდუმალი ხვრელების მწკრივი აღმოაჩინა 2082 მეტრის სიღრმეზე, კვალი შესაძლოა „რაღაც ცოცხალსა“ და აქამდე უცნობს ეკუთვნოდეს, ნათქვამია მეცნიერთა მოხსენებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების შემსწავლელმა ექსპედიციამ 2004 წლის ივლისში გადაიღო იდუმალი ნაკვალევის ვიდეო, რის შემდეგაც დაიწყეს კიდეც ამ ფენომენის შესწავლა.
როგორც ირკვევა, წყალქვეშა დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებზე სწორ ან ოდნავ მოხრილ მწკრივებად განლაგებული ხვრელებია აღბეჭდილი. ამასთან ზოგ ადგილზე მწკრივები ერთმანეთს კვეთს და ძალიან ჰგავს რაღაც ნაკვალევს.
თითოეული ხვრელის სიღრმე და დიამეტრი დაახლოებით 6×1,5 სანტიმეტრია. რამდენიმე მათგანი ახლად ამოთხრილს ჰგავდა, დანარჩენები კი ძველი იყო და ნალექს დაეფარა.
მეცნიერთა ვარაუდით, ღრმულები რაღაც ძალიან დიდი ტანის ცხოველმა ამოთხარა საკვების ძებნის პროცესში.
„ეს ნაკვალევი უძველესი ორგანიზმების ნამარხ ნაშთებს მოგვაგონებს, რომლებიც მანამდეა აღმოჩენილი ღრმაწყლოვან ქანებში. ამიტომ გაუგებარია, რა არის ეს — ხოხვისთვის, კვებისთვის თუ ცხოვრებისთვის საჭირო სტრუქტურა“, — წერენ კვლევის ავტორები.
აღსანიშნავია, რომ რაღაც მსგავსი უკვე აღწერილია ნამარხების „მატიანეში“. საუბარია უძველესი უცნობი არსებების ნაკვალევზე, რომლებსაც Trichophycus pedum ეწოდათ და რომლებიც 542 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სპეციალისტების დაინტერესებასა და კვლევაში ჩართვას, რათა გაარკვიონ, ვინ დატოვა ღრმულები ოკეანის ფსკერზე.