https://sputnik-georgia.com/20230331/danilovi-kiev-pecoris-lavra-276276624.html
„წვერებით არავის ვითრევთ“: დანილოვი ლავრიდან ბერების მშვიდად გამოსახლების პირობას დებს
„წვერებით არავის ვითრევთ“: დანილოვი ლავრიდან ბერების მშვიდად გამოსახლების პირობას დებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და კიევ-პეჩორის ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდელმსახურები უნდა... 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T14:00+0400
2023-03-31T14:00+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
კიევ-პეჩორის ლავრა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
რელიგია
საეკლესიო დაპირისპირება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1e/276258716_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_59cc4ad5f40ff1c83f809ad53d2a7470.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და კიევ-პეჩორის ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდელმსახურები უნდა გამოსახლდნენ, მიაჩნია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ოლექსი დანილოვს.მისი თქმით, ქვეყნის გადაწყვეტილება შესრულდება კანონიერად და მშვიდად, ძალის გამოყენების გარეშე.მანამდე, მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (UOC-MP) უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა. თუმცა, კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები, რომლებიც 30 მარტს მივიდნენ ლავრაში შესაბამისი სამუშაოს განსახორციელებლად, UOC-MP-ის მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო.ამასთან დაკავშირებით UOC-MP-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ კომისიას მანამ არ შეუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლო მათ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.კიევის სასამართლომ უკვე განიხილა UOC-MP-ის სარჩელი იჯარის შეწყვეტის გაბათილების შესახებ და უარი უთხრა მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.კრემლში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1e/276258716_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2ed553dd8d718bddd0e7d273d31dce99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , კიევ-პეჩორის ლავრა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, რელიგია, საეკლესიო დაპირისპირება, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , კიევ-პეჩორის ლავრა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, რელიგია, საეკლესიო დაპირისპირება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და კიევ-პეჩორის ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდელმსახურები უნდა გამოსახლდნენ, მიაჩნია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ოლექსი დანილოვს.
მისი თქმით, ქვეყნის გადაწყვეტილება შესრულდება კანონიერად და მშვიდად, ძალის გამოყენების გარეშე.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამას არ გავაკეთებთ ფიზიკურად, წვერებით არავის ვითრევთ, ეს ჩვენი ტაქტიკა არ არის. ქვეყნის გადაწყვეტილება შესრულდება მშვიდად და ნაკრძალი სახელმწიფოს ხელში გადავა. <...> ყველაფერი კანონიერად შესრულდება, ლავრა გაიწმინდება იმ ხალხისგან, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან“, — განაცხადა დანილოვმა.
მანამდე, მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (UOC-MP) უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა. თუმცა, კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები, რომლებიც 30 მარტს მივიდნენ ლავრაში შესაბამისი სამუშაოს განსახორციელებლად, UOC-MP-ის მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით UOC-MP-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ კომისიას მანამ არ შეუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლო მათ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
კიევის სასამართლომ უკვე განიხილა UOC-MP-ის სარჩელი იჯარის შეწყვეტის გაბათილების შესახებ და უარი უთხრა მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
კრემლში კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“.