სასტუმრო „ამბასადორში" ხანძარი ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Stringerსასტუმრო „ამბასადორი"
სასტუმრო „ამბასადორი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სასტუმროში ხანძრის გაჩენის მიზეზი.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მსხვერპლი არ არის, იუწყება „პირველი არხი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0