https://sputnik-georgia.com/20230331/-------276311917.html
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა რიკოთზე? უწყების განმარტება
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა რიკოთზე? უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა, სპეციალისტები მუშაობენ, აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T21:50+0400
2023-03-31T21:50+0400
2023-03-31T22:27+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/13/275911858_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_9d0845aa41fe5b74d5ef7085c76bf22a.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილიდან საავტომობილო მოძრაობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადართვის მიზეზი მშენებლობის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესები გახდა, განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად. ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა.მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილის საშიშ მონაკვეთზე გეოლოგები და ინჟინრები მუშაობენ, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ და ამის შემდეგ დასკვნას წარმოადგენენ.„ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ მოძრაობა", – განაცხადა წერეთელმა.საქართველო აქტიურად გააგრძელებს აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას>>>როგორც მან აღნიშნა, მეწყრული პროცესები განახლებული გზის მშენებლობის ფონზე განვითარდა.„თავის დროზე, როდესაც დაიგეგმა რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა, გეოლოგებმა აღნიშნული მონაკვეთი შეისწავლეს და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებაც დაიდო. აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობის მიმდინარეობისას განვითარდა მეწყრული პროცესი", – განაცხადა წერეთელმა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, რომელსაც უწყება მუდმივად ახორციელებს, შესაძლებელი გახდა ადამიანებისთვის საშიში პროცესის გამოვლენა.მისი თქმით, ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზეა გადართული, თუმცა ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოძრაობა დაბრკოლებით მიმდინარეობს.რიკოთის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა>>>რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.ამ დროისთვის რიკოთის პროექტი 73%-ით რეალიზებულია. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/13/275911858_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_32909ab82a9ad9d7cfc263070166770a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა რიკოთზე? უწყების განმარტება
21:50 31.03.2023 (განახლებულია: 22:27 31.03.2023) ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა, სპეციალისტები მუშაობენ, აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილიდან საავტომობილო მოძრაობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადართვის მიზეზი მშენებლობის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესები გახდა, განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად. ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა.
„უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა რიკოთის დროებით დაკეტვა, ვინაიდან 149-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა", – განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილის საშიშ მონაკვეთზე გეოლოგები და ინჟინრები მუშაობენ, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ და ამის შემდეგ დასკვნას წარმოადგენენ.
„ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ მოძრაობა", – განაცხადა წერეთელმა.
როგორც მან აღნიშნა, მეწყრული პროცესები განახლებული გზის მშენებლობის ფონზე განვითარდა.
„თავის დროზე, როდესაც დაიგეგმა რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა, გეოლოგებმა აღნიშნული მონაკვეთი შეისწავლეს და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებაც დაიდო. აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობის მიმდინარეობისას განვითარდა მეწყრული პროცესი", – განაცხადა წერეთელმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, რომელსაც უწყება მუდმივად ახორციელებს, შესაძლებელი გახდა ადამიანებისთვის საშიში პროცესის გამოვლენა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზეა გადართული, თუმცა ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოძრაობა დაბრკოლებით მიმდინარეობს.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისთვის რიკოთის პროექტი 73%-ით რეალიზებულია. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.