კობახიძე: პრობლემები აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ელჩთან სათანადო თანამშრომლობა.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ელჩთან ურთიერთობებში არსებული პრობლემები ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ მოგვარდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მისი პოზიციის გამო, მათ შორის, მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" კი საელჩო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა ურთიერთობებში წარსულში, ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება. მზად ვართ, ასეთი თანამშრომლობისთვის და ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი", - განაცხადა კობახიძემ.
კონგრესი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურას განიხილავს.
როგორც დანიგანმა განაცხადა, ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, იგი აპირებს ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან, რათა ქვეყანას დაეხმაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებების განხორციელებაში.
გარდა ამისა, დანიგანმა დაასახელა პრიორიტეტები, რომელთა შორისაა აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და სანქციების დაცვის გარანტია.
ამ უკანასკნელის საპასუხოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0