მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია რუსული ნავთობის ზედა ზღვრულ ფასს არ გადახედავს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის ზედა ზღვრული ფასი - 60 დოლარი - ჯერ არ გადაიხედება, იუწყება „Sputnik- აზერბაიჯანი" სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით.
„ევროკომისიამ განუცხადა მონაწილე ქვეყნებს, რომ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი ამ დროისთვის უცვლელი დარჩება", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ევროკომისიამ ასევე მიანიშნა ევროპელ დიპლომატებს, რომ „დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნებს შორის ამ დროისთვის არ არსებობს ზედა ზღვრული ფასის შემცირების სურვილი.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე. ამასთან ამოქმედდა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასი — ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მიიღეს. შეთანხმების მიზანია – შეუმციროს მოსკოვს ნავთობშემოსავლები, ოღონდ ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული მიწოდებები შეინარჩუნოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ შეზღუდვაზე პასუხად ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას კრძალავს ზღვრული ფასით მოსარგებლე ქვეყნებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0