https://sputnik-georgia.com/20230331/----------276312744.html
თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთა „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით იქნება შესაძლებელი
თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთა „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით იქნება შესაძლებელი
Sputnik საქართველო
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T22:38+0400
2023-03-31T22:38+0400
2023-03-31T22:38+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_a43ac91a4f1ced137eb46466fc8d1888.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩაკეტვისა და ალტერნატიულ მარშრუტზე არსებული პრობლემების გამო, საბაჟო დეპარტამენტმა თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსოპრტო საშუალებებს ალტერნატიული საბაჟოები შესთავაზა, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა არის მთავარი გზა საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის. ტრანსპორტის ძირითადი ნაკადი „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ სწორედ რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილდება, რომელიც მეწყრული პროცესების გამო დაიკეტა.სამშენებლო სამუშაოების გამო პრობლემა გაჩნდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ალტერნატიულ გზაზეც.„გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული იქნა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ალტერნატიული მარშრუტი საბაჟო გამშვები პუნქტების, „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_164:0:2825:1996_1920x0_80_0_0_e35fa6c2422921bdcfbd3ceb184ea8cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთა „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით იქნება შესაძლებელი
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩაკეტვისა და ალტერნატიულ მარშრუტზე არსებული პრობლემების გამო, საბაჟო დეპარტამენტმა თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსოპრტო საშუალებებს ალტერნატიული საბაჟოები შესთავაზა, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა არის მთავარი გზა საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის. ტრანსპორტის ძირითადი ნაკადი „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ სწორედ რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილდება, რომელიც მეწყრული პროცესების გამო დაიკეტა.სამშენებლო სამუშაოების გამო პრობლემა გაჩნდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ალტერნატიულ გზაზეც.
„გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული იქნა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ალტერნატიული მარშრუტი საბაჟო გამშვები პუნქტების, „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.