https://sputnik-georgia.com/20230330/semekma-gwp-7500-larit-daajarima-276258557.html
სემეკმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა
სემეკმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა
Sputnik საქართველო
დაჯარიმების საფუძველს სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს, განმარტეს კომისიაში. 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T17:49+0400
2023-03-30T17:49+0400
2023-03-30T20:50+0400
საქართველო
სემეკი
gwp
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/11/239451162_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_457fade23d4b774785bb15a116cc9353.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კომისია განმარტავს, რომ დაჯარიმების საფუძველია სალიცენზიო პირობების დარღვევა.კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გასული წლის 8 აპრილს ოსიაურის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები.ჩუღურეთის გამგეობა აცხადებს, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შეფასებით, GWP-მ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რის გამოც ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. ამიტომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისრა ჯარიმა და დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/11/239451162_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a65abd289e5a3a1c6b79036e2bab09ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, gwp, საზოგადოება, თბილისი დღეს
საქართველო, სემეკი, gwp, საზოგადოება, თბილისი დღეს
სემეკმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა
17:49 30.03.2023 (განახლებულია: 20:50 30.03.2023) დაჯარიმების საფუძველს სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს, განმარტეს კომისიაში.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომისია განმარტავს, რომ დაჯარიმების საფუძველია სალიცენზიო პირობების დარღვევა.
კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გასული წლის 8 აპრილს ოსიაურის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები.
ჩუღურეთის გამგეობა აცხადებს, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა.
წყალმომარაგების კომპანიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შეფასებით, GWP-მ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რის გამოც ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა.
ამიტომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისრა ჯარიმა და დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.