საეკლესიო კალენდარი: 30 მარტი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხი
მეტეხი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
ამ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა, ლეკთაგან წამებულისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მამისა მარინოსი.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ არიან ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული
ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.
მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.
მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
საეკლესიო კალენდარი: 29 მარტი
ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.
ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.
ღირსი ალექსი ღვთისკაცი
ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანისა და აგლაიდას ოჯახში. ალექსის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ბოლოს ღმერთმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი ეყოლა. ექვსი წლის იყო ალექსი, როცა სწავლა-განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა.
ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
საეკლესიო კალენდარი: 28 მარტი
ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისაგან მიიღო მოწყალება.
წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა.
ღირსი ალექსი ედესაში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფევლისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არს მის თანა.“ მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლაწმიდა ქალწულის ხმა: ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ, ღვთის განგებით, ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
საეკლესიო კალენდარი: 27 მარტი
წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში სწირავდა რომის პაპი ინოკენტი (402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ (მთ.11, 28), მოძებნეთ ღვთისკაცი, მარადიულ სიცოცხლეში, დაე, მან ილოცოს ქალაქისათვის,“ შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურღიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა „ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“, როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გააშვებინეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს ნეშტის წინაშე და შეევედრნენ, ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს.
წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნალოვანმა მირონმა დაიწყო დენა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0