მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Sergei Melkonov / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი
რომის პაპი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით, იუწყება Associated Press ვატიკანზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის პაპს, რომელსაც ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი აქვს ამოკვეთილი, ბოლო დღეებში სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ამის გამო გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია.
ვატიკანის პრეს-მდივანმა მატეო ბრუნიმ დააზუსტა, რომ პაპს COVID-19 არ აქვს.

„ტესტებმა რესპირატორული ინფექცია გამოავლინა (მაგრამ არა COVID-19), რასაც საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობა დასჭირდება“, — აღნიშნა ბრუნიმ.

მანამდე, 2021 წლის ივლისში ფრანცისკმა 10 დღე დაჰყო საავადმყოფოში, სადაც მას მსხვილ ნაწლავზე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმებმა პაპს ნაწლავის 33 სმ ამოკვეთეს.
ყველა ახალი ამბავი
0