https://sputnik-georgia.com/20230330/narmania-energobirjis-amoqmedebaze-276260099.html
ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანია ენერგობირჟის ამოქმედებაზე
ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანია ენერგობირჟის ამოქმედებაზე
Sputnik საქართველო
სემეკის ინფორმაციით, ენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი მზადაა. 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T18:40+0400
2023-03-30T18:40+0400
2023-03-30T22:37+0400
საქართველო
სემეკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_0:20:2500:1426_1920x0_80_0_0_c322874d0baa36d89da8b78d0b5d19ae.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის ახალი ბაზრის გახსნა კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდაზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში, ბოლო შეთანხმებით, 2023 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ხუთჯერ გადაიდო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. ამჟამად ბირჟის ამოქმედების თარიღად 2023 წლის 1 ივლისია დასახელებული.ამასთან, ელექტროენერგიის ახალ ბაზარზე გადასვლის დაწყების სამი თვით გადადების გადაწყვეტილებას სემეკის ხელმძღვანელმა ლოგიკური და სწორი უწოდა.მისი თქმით, ამ დროისათვის დასახული ამოცანების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია, გარდა სისტემების ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირებისა და სინქრონიზაციისა, რომელსაც ამჟამად ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და კომერციული ოპერატორი. რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის გახსნა? მთავარი რეგულატორის განმარტება>>>როგორც ნარმანიამ განმარტა, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის კარგი დროა. ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, აქედან გამომდინარე, მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით „ენგურჰესისა" და „ვარდნილჰესის" კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფი და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება.„დაახლოებით 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ", – აღნიშნა ნარმანიამ.მისი თქმით, უცვლელი რჩება რეგიონში არსებული მდგომარეობა, რამაც ბაზრის გახსნის ბოლო შეფერხება გამოიწვია. გარდა ამისა, თურქეთში ელექტროენერგიის ფასები კვლავ მაღალია, ამიტომ ზაფხულში ენერგობირჟის ამოქმედების გადაწყვეტილება საუკეთესო პერიოდია.საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისევ გადაიდო>>>თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ce034389fcf9a499693cc3718c0c398e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სემეკი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანია ენერგობირჟის ამოქმედებაზე
18:40 30.03.2023 (განახლებულია: 22:37 30.03.2023) სემეკის ინფორმაციით, ენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი მზადაა.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის ახალი ბაზრის გახსნა კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდაზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში, ბოლო შეთანხმებით, 2023 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ხუთჯერ გადაიდო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. ამჟამად ბირჟის ამოქმედების თარიღად 2023 წლის 1 ივლისია დასახელებული.
„წინ გვაქვს უხვი ნალექის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ბაზრის გახსნის პირობებში ტარიფის მატების საფრთხე არ იქნება... მარეგულირებელმა კომისიამ ბაზრის გახსნამდე არსებული დროებითი ტარიფები გაახანგრძლივა და ტარიფები უცვლელი რჩება“, – განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, ელექტროენერგიის ახალ ბაზარზე გადასვლის დაწყების სამი თვით გადადების გადაწყვეტილებას სემეკის ხელმძღვანელმა ლოგიკური და სწორი უწოდა.
მისი თქმით, ამ დროისათვის დასახული ამოცანების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია, გარდა სისტემების ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირებისა და სინქრონიზაციისა, რომელსაც ამჟამად ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და კომერციული ოპერატორი.
როგორც ნარმანიამ განმარტა, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის კარგი დროა. ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, აქედან გამომდინარე, მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით „ენგურჰესისა" და „ვარდნილჰესის" კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფი და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება.
„დაახლოებით 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ", – აღნიშნა ნარმანიამ.
მისი თქმით, უცვლელი რჩება რეგიონში არსებული მდგომარეობა, რამაც ბაზრის გახსნის ბოლო შეფერხება გამოიწვია. გარდა ამისა, თურქეთში ელექტროენერგიის ფასები კვლავ მაღალია, ამიტომ ზაფხულში ენერგობირჟის ამოქმედების გადაწყვეტილება საუკეთესო პერიოდია.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.