კრემლი გმობს კიევ-პეჩორის ლავრიდან რუსი ბერების განდევნას

© photo: Sputnik / Alexey Mayshev
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რუსეთი მკაცრად გმობს კიევ-პეჩორის ლავრიდან ბერების განდევნას და ზეწოლას სასულიერო პირებსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ ვგმობთ, მკაცრად ვგმობთ ამ ქმედებებს. ჩვენ ვგმობთ ზეწოლას, რომელიც ხდება სასულიერო პირებზე, რომელიც ხორციელდება რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე", – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდელმსახურებს ლავრიდან გააძევებენ, რუსეთი მათი „შემდგომი ბედის მიმართ გულგრილი არ დარჩება“, თუმცა, მღვდელმსახურების ქმედებები მხოლოდ მათსავე გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
მანამდე უკრაინულმა გამოცემა Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრები მრევლმა მონასტერში არ შეუშვა. კომისიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მუშაობა ვერ დაიწყო. როგორც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი აცხადებს, კომისიის წევრებს მანამ არ შეუშვებს ლავრის ტერიტორიაზე, სანამ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება.
მარტის დასაწყისში კიევ-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (UOC MP) უვადო იჯარა შეწყვიტა და ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა. UOC MP-ის სინოდის წევრები მიტროპოლიტ ონუფრის ხელმძღვანელობით 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან მივიდნენ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ზელენსკიმ უარი თქვა მათ მიღებაზე. ამის გამო მიტროპოლიტმა პაველმა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართა და ღმერთის სახელით დაემუქრა მას და მის ოჯახს.
ყველა ახალი ამბავი
0