https://sputnik-georgia.com/20230330/iuventusi-walenjixasi-bavsvta-fexburtis-akademias-xsnis-276267190.html
„იუვენტუსი“ წალენჯიხაში ბავშვთა ფეხბურთის აკადემიას ხსნის
„იუვენტუსი“ წალენჯიხაში ბავშვთა ფეხბურთის აკადემიას ხსნის
Sputnik საქართველო
წალენჯიხაში ყოველთვიურად ჩამოვლენ იტალიური კლუბის წარმომადგენლები და ნორჩ ფეხბურთელებს დააკვირდებიან. 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T20:49+0400
2023-03-30T20:49+0400
2023-03-30T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
სპორტი
იტალია
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1e/276262531_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_fc3f261a7372c1f033ce74f815b6c8f0.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო კლუბი, ტურინის „იუვენტუსი“ წალენჯიხაში ბავშვთა აკადემიას ხსნის, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, პროექტის ინვესტორმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა. კონტრაქტის მიხედვით, კლუბის წარმომადგენლები ყოველთვიურად ჩამოვლენ წალენჯიხაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდებიან. მეგრელ თინეიჯერებს როგორც ქართველი, ასევე ტურინელი სპეციალისტები მოამზადებენ.ხაზარაძის თქმით, რომელმაც პროექტში ინვესტიცია ჩადო, ასეთი აკადემიების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.ხაზარაძესთან ერთად ტურინში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავაც გაემგზავრა.
საქართველო
სამეგრელო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1e/276262531_94:0:1054:720_1920x0_80_0_0_71f7ba19f2f39153c56d6959231bbdb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , სპორტი, იტალია , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , სპორტი, იტალია , პოლიტიკა საქართველოში
„იუვენტუსი“ წალენჯიხაში ბავშვთა ფეხბურთის აკადემიას ხსნის
20:49 30.03.2023 (განახლებულია: 22:59 30.03.2023) წალენჯიხაში ყოველთვიურად ჩამოვლენ იტალიური კლუბის წარმომადგენლები და ნორჩ ფეხბურთელებს დააკვირდებიან.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო კლუბი, ტურინის „იუვენტუსი“ წალენჯიხაში ბავშვთა აკადემიას ხსნის, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, პროექტის ინვესტორმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა. კონტრაქტის მიხედვით, კლუბის წარმომადგენლები ყოველთვიურად ჩამოვლენ წალენჯიხაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდებიან. მეგრელ თინეიჯერებს როგორც ქართველი, ასევე ტურინელი სპეციალისტები მოამზადებენ.
„რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არა მარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს“, – განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ მათ სურთ, თითოეულმა ქართველმა ბავშვმა აიხდინოს თავისი ოცნება, როგორც ეს გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ – თავისი შრომით და ინტენსიური ვარჯიშით.
ხაზარაძის თქმით, რომელმაც პროექტში ინვესტიცია ჩადო, ასეთი აკადემიების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
ხაზარაძესთან ერთად ტურინში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავაც გაემგზავრა.