მოსალოდნელია G1 დონის ქარიშხლები: აპრილის მაგნიტური დღეების კალენდარი

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში დედამიწაზე სხვადასხვა სიმძლავრის მაგნიტური აღშფოთებები და ქარიშხლებია მოსალოდნელი, რომელთაგან ერთი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და გეომაგნიტური აქტივობის ათბალიანი ინდექსით 5 ბალს, ანუ G1 დონეს მიაღწევს, იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

აპრილის მაგნიტური ქარიშხლების დეტალური კალენდარი

მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2023 წლის აპრილისთვის
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2023 წლის აპრილისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2023 წლის აპრილისთვის
10-11 აპრილი — მოსალოდნელია 4-ბალიანი აღშფოთება, რაც ქარიშხალში არ გადაიზრდება;
16 და 18 აპრილი — მოსალოდნელია 4-ბალიანი აღშფოთება — ერთდღიანი (17 აპრილი) შუალედით;
20-21 აპრილი — მაგნიტოსფეროს აღშფოთება მაგნიტურ ქარიშხალში გადაიზრდება, რომლის სიმძლავრეც G1 დონეს მიღწევს.
თვის დანარჩენ დღეებში მაგნიტოსფერო მშვიდი იქნება, დედამიწის მაგნიტური ველის გადახრის, ანუ გეომაგნიტური აქტივობის ინდექსი 2-3 ბალს არ ასცდება.
რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი(განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0