საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შეხვედრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველო-ნორვეგიის მატჩი
საქართველო-ნორვეგიის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრები ფეხბურთის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნიტის მორიგ მატჩს 17 ივნისს კვიპროსის გუნდთან სტუმრად გამართავს.
შესარჩევი ტურნირის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, რომელმაც მხოლოდ ერთი მატჩი ბათუმის სტადიონზე ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა, ერთი ქულა აქვს. A ჯგუფის ლიდერი 6 ქულით შოტლანდიის ნაკრებია, მეორე ადგილზე ესპანეთია (სამი ქულა), მესამეზე საქართველო (1 ქულა), მეოთხე ადგილზე – ნორვეგია (1 ქულა). ცხრილის ბოლოში უქულო კვიპროსის ნაკრებია – თემურ ქეცბაიას გუნდმა ორივე შეხვედრა წააგო.
IV ტური, 20 ივნისი: შოტლანდია–საქართველო, ნორვეგია–კვიპროსი.
V ტური, 8 სექტემბერი: საქართველო–ესპანეთი, კვიპროსი–შოტლანდია
VI ტური, 11 სექტემბერი: ნორვეგია–საქართველო, ესპანეთი–კვიპროსი
VII ტური, 12 ოქტომბერი: ესპანეთი–შოტლანდია, კვიპროსი–ნორვეგია
VIII ტური, 15 ოქტომბერი: საქართველო–კვიპროსი, ნორვეგია–ესპანეთი
IX ტური, 16 ნოემბერი: საქართველო–შოტლანდია, კვიპროსი–ესპანეთი.
ბოლო X ტურში, 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სათამაშოდ ესპანეთში გაემგზავრება, ნორვეგიელები კი გასვლით მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. ჩემპიონატის გახსნის მატჩს მიუნხენი, ხოლო ფინალურ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს.
ფინალური ტურის კენჭისყრა 2023 წლის დეკემბერში გაიმართება.
ფინალურ ტურნირში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, საიდანაც გერმანია მასპინძლად ავტომატურად კვალიფიცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0