ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა უარყო ინფორმაცია ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
გამოწერა
ნიკა გილაურმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის შექმნას გეგმავს.
ინფორმაცია გაავრცელა ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა. მეტიც, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ახალ პარტიაში შესვლას აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე, რომელმაც „ნაცმოძრაობა" გასულ კვირაში დატოვა.

„გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009-2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – დაწერა ნიკა გილაურმა სოციალურ ქსელში.

მან აღნიშნა, რომ უკვე 10 წელია არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება და არცერთი ინტერვიუ პოლიტიკურ თემაზე არ მიუცია. გავრცელებულ ინფორმაცია კი გამოეხმაურა, რათა „მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანია“.
ექს-პრემიერი ახალ პარტიას ქმნის? >>
მანამდე ჩარკვიანის განცხადებები კატეგორიულად უარყვეს მელიამ და დეკანოიძემაც. მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადგილი აქვს სამარცხვინო ტყუილის ტირაჟირებას, დეკანოიძემ, თავის მხრივ, გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა უწოდა.
გილაური საქართველოს მთავრობას 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ მან დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია Reformatics.
ყველა ახალი ამბავი
0