https://sputnik-georgia.com/20230329/sved-princesas-orbelianebis-sasaxlesi-umaspinzles-276242719.html
შვედ პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლეს
შვედ პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლეს
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში, პრინცესა ვიქტორია ასევე აპირებს შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T22:27+0400
2023-03-29T22:27+0400
2023-03-29T23:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შვედეთი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_cdcd692d0dd774462a9d72de5c5c2814.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.პრინცესა ვიქტორიას ვიზიტი საქართველოში 29-დან 30 მარტამდე გასტანს, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაიმართა, მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.წელს შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და საქართველო წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის.საელჩოში აღნიშნავენ, რომ შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მოქმედი ევროკავშირის სამოქალაქო მისიების გაძლიერება.საქართველოში ასეთია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ოფიციალურ თბილისსა და ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში.ორბელიანების სასახლე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაა, 1880 წელს პრინც გრიგოლ ორბელიანის მიერ იტალიური სტილით აიგო. ის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია 2018 წელს გახდა. სასახლის ინტერიერი აღდგენილია მე-19 საუკუნის ეპოქის შესაბამისად.
საქართველო
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f06f4e49dd518cef651a6f837c768e0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შვედეთი, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შვედეთი, საქართველოს პრეზიდენტი
შვედ პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლეს
22:27 29.03.2023 (განახლებულია: 23:27 29.03.2023) ვიზიტის ფარგლებში, პრინცესა ვიქტორია ასევე აპირებს შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრინცესა ვიქტორიას ვიზიტი საქართველოში 29-დან 30 მარტამდე გასტანს, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაიმართა, მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.
წელს შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და საქართველო წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის.
„საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მოქმედი ევროკავშირის სამოქალაქო მისიების გაძლიერება.
საქართველოში ასეთია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ოფიციალურ თბილისსა და ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში.
ორბელიანების სასახლე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაა, 1880 წელს პრინც გრიგოლ ორბელიანის მიერ იტალიური სტილით აიგო. ის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია 2018 წელს გახდა. სასახლის ინტერიერი აღდგენილია მე-19 საუკუნის ეპოქის შესაბამისად.