https://sputnik-georgia.com/20230329/seqsualuri-xasiatis-qmedeba-ssm-mozardis-mimart-saqartvelosi-63-wlis-kaci-daakaves-276238262.html
სექსუალური ხასიათის ქმედება შშმ მოზარდის მიმართ: საქართველოში 63 წლის კაცი დააკავეს
სექსუალური ხასიათის ქმედება შშმ მოზარდის მიმართ: საქართველოში 63 წლის კაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
პოლიციას მიმართა ბრალდებულის ქალიშვილმა, რომელსაც მომხდარის შესახებ აცნობა მეზობელმა. ეს უკანასკნელი თვითმხილველია. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T20:00+0400
2023-03-29T20:00+0400
2023-03-29T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613697_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_648e92bf35414e8f3009859abdf66814.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. შიდა ქართლის მხარის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.ტელეარხის ინფორმაციით, მსხვერპლი 15 წლის შშმ გოგონაა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი დაკავებულის მეზობლად ცხოვრობს. პოლიციას მიმართა ბრალდებულის ქალიშვილმა, რომელსაც მომხდარის შესახებ აცნობა მეზობელმა. სწორედ მან წაასწრო მამაკაცს გარყვნილ ქმედებაზე.სავარაუდო მსხვერპლთან ფსიქოლოგი მუშაობს, მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა, იუწყება „მთავარი არხი“.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613697_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_44a6a816830d80f325a8039d235afea2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
სექსუალური ხასიათის ქმედება შშმ მოზარდის მიმართ: საქართველოში 63 წლის კაცი დააკავეს
20:00 29.03.2023 (განახლებულია: 22:26 29.03.2023) პოლიციას მიმართა ბრალდებულის ქალიშვილმა, რომელსაც მომხდარის შესახებ აცნობა მეზობელმა. ეს უკანასკნელი თვითმხილველია.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. შიდა ქართლის მხარის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, მსხვერპლი 15 წლის შშმ გოგონაა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი დაკავებულის მეზობლად ცხოვრობს. პოლიციას მიმართა ბრალდებულის ქალიშვილმა, რომელსაც მომხდარის შესახებ აცნობა მეზობელმა. სწორედ მან წაასწრო მამაკაცს გარყვნილ ქმედებაზე.
სავარაუდო მსხვერპლთან ფსიქოლოგი მუშაობს, მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა, იუწყება „მთავარი არხი“.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.