https://sputnik-georgia.com/20230329/salva-ramisvili-orkestrirebuli-setevis-obieqtad-iqca-kobaxize-276241320.html
შალვა რამიშვილი ორკესტრირებული შეტევის ობიექტად იქცა - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
შალვა რამიშვილი ორკესტრირებული შეტევის ობიექტად იქცა - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია უკმაყოფილოა POSTV-ს მაღალი რეიტინგით. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T21:40+0400
2023-03-29T21:40+0400
2023-03-29T23:07+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_0aa35621e6a16816951566b3b5aff6d0.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. POSTV-ს ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.მარტის შუა რიცხვებში ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ, რომელმაც 2018 წელს სასამართლოში რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების შესახებ საქმე მოიგო, კვლავ წამოსწია ეს თემა. ამის შემდეგ რამიშვილის მისამართით ანალოგიური ბრალდებები კიდევ ოთხმა ქალმა წამოაყენა. ატეხილ ხმაურს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლება ქალებზე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.ამასთან, მან დაამატა, რომ ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობას გმობს.კობახიძის სიტყვებით, POSTV-მ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, გაუსწრო ყველა ოპოზიციურ არხს და სწორედ ეს არ მოსწონს ოპოზიციას.„აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის POSTV-ს ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი“, – განაცხადა კობახიძემ.ქალთა უფლებების დაცვა თუ კამპანია ტელეკომპანიის წინააღმდეგ? რა დგას POSTV-ს სკანდალის უკან >>„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ რამიშვილის საწინააღმდეგო კამპანია დაგეგმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელია.კეზერაშვილი საქართველოში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონი ევროს მითვისების საქმეზეა გასამართლებული. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც კულისებიდან მართავს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.ჟურნალისტის კითხვას, ამდენი ქალის მოსყიდვა შეეძლო თუ არა კეზერაშვილს, კობახიძემ უპასუხა: „ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“.ადრე განცხადება გაავრცელა თავად სამთავრობო არხმა POSTV-მ. მასში ნათქვამია, რომ კამპანიას ტელევიზიის წინააღმდეგ არაფერი აქვს საერთო ქალთა უფლებების დაცვასთან, ის წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მასმედიის განადგურებისკენ.პრეზიდენტის განცხადება ფარისევლურია - „ქართული ოცნება" >>ვნებათაღელვა რამიშვილის ირგვლივსამხარაძემ ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიპყრო, სადაც POSTV-ში მუშაობის საფრთხეებზე წერდა. სამხარაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი სამუშაოს ახალგაზრდა ქალ მაძიებლებს იტყუებდა, შემდეგ კი მათ სექსუალურად ავიწროვებდა.მალე ტელევიზიის დირექტორს POSTV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოესარჩლა. მან სამხარაძე ტყუილში დაადანაშაულა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თათია სამხარაძე რამიშვილთან ერთად ცეკვავს.მეტიც, ბერიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელია. ბერიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის ცოლისძმა ირაკლი ჩიქოვანი სამხარაძეს შეჰპირდა თანხას რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებისთვის.სამხარაძის შემდეგ მსგავსი ბრალდებები კიდევ ოთხმა ქალმა გამოთქვა. მათი გულწრფელობის ყველამ არ დაიჯერა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც. მათ ზოგადად დაგმეს ქალების მიმართ ძალადობა და ჩაგვრა, თუმცა აღნიშნეს, რომ ის, რაც ახლა ხდება, რამიშვილის გაშავების კამპანიას ჰგავს.ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის მიმართ ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობას სიტყვიერადაც კი არ ემიჯნება, პირიქით, აგულიანებს მოძალადეს და ამით ხელახლა ახორციელებს ძალადობას მსხვერპლზე. „გრცხვენოდეთ!" – განაცხადა ზურაბიშვილმა.ამის საპასუხოდ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დიდი ხანია დაკარგა ობიექტური პოზიცია და მისი განცხადება ფარისევლობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_164:140:1116:854_1920x0_80_0_0_9e6b5d1054dd3f123564ffa69323cbde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
შალვა რამიშვილი ორკესტრირებული შეტევის ობიექტად იქცა - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
21:40 29.03.2023 (განახლებულია: 23:07 29.03.2023) კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია უკმაყოფილოა POSTV-ს მაღალი რეიტინგით.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. POSTV-ს ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მარტის შუა რიცხვებში ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ, რომელმაც 2018 წელს სასამართლოში რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების შესახებ საქმე მოიგო, კვლავ წამოსწია ეს თემა. ამის შემდეგ რამიშვილის მისამართით ანალოგიური ბრალდებები კიდევ ოთხმა ქალმა წამოაყენა. ატეხილ ხმაურს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლება ქალებზე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
„მე არ ვარ სამართალდამცველი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს... რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მან დაამატა, რომ ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობას გმობს.
კობახიძის სიტყვებით, POSTV-მ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, გაუსწრო ყველა ოპოზიციურ არხს და სწორედ ეს არ მოსწონს ოპოზიციას.
„აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის POSTV-ს ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ რამიშვილის საწინააღმდეგო კამპანია დაგეგმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელია.
„კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს“, – განაცხადა კობახიძემ.
კეზერაშვილი საქართველოში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონი ევროს მითვისების საქმეზეა გასამართლებული. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც კულისებიდან მართავს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ჟურნალისტის კითხვას, ამდენი ქალის მოსყიდვა შეეძლო თუ არა კეზერაშვილს, კობახიძემ უპასუხა: „ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“.
ადრე განცხადება გაავრცელა თავად სამთავრობო არხმა POSTV-მ. მასში ნათქვამია, რომ კამპანიას ტელევიზიის წინააღმდეგ არაფერი აქვს საერთო ქალთა უფლებების დაცვასთან, ის წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მასმედიის განადგურებისკენ.
ვნებათაღელვა რამიშვილის ირგვლივ
სამხარაძემ ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიპყრო, სადაც POSTV-ში მუშაობის საფრთხეებზე წერდა. სამხარაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი სამუშაოს ახალგაზრდა ქალ მაძიებლებს იტყუებდა, შემდეგ კი მათ სექსუალურად ავიწროვებდა.
მალე ტელევიზიის დირექტორს POSTV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოესარჩლა. მან სამხარაძე ტყუილში დაადანაშაულა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თათია სამხარაძე რამიშვილთან ერთად ცეკვავს.
მეტიც, ბერიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელია. ბერიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის ცოლისძმა ირაკლი ჩიქოვანი სამხარაძეს შეჰპირდა თანხას რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებისთვის.
სამხარაძის შემდეგ მსგავსი ბრალდებები კიდევ ოთხმა ქალმა გამოთქვა. მათი გულწრფელობის ყველამ არ დაიჯერა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც. მათ ზოგადად დაგმეს ქალების მიმართ ძალადობა და ჩაგვრა, თუმცა აღნიშნეს, რომ ის, რაც ახლა ხდება, რამიშვილის გაშავების კამპანიას ჰგავს.
ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის მიმართ ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობას სიტყვიერადაც კი არ ემიჯნება, პირიქით, აგულიანებს მოძალადეს და ამით ხელახლა ახორციელებს ძალადობას მსხვერპლზე. „გრცხვენოდეთ!" – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამის საპასუხოდ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დიდი ხანია დაკარგა ობიექტური პოზიცია და მისი განცხადება ფარისევლობაა.