https://sputnik-georgia.com/20230329/ambideqstri-bavsvi--amocnoba-da-arzrda-276231894.html
დააკვირდით შვილს: როგორ ამოვიცნოთ და აღვზარდოთ ამბიდექსტრი ბავშვი
დააკვირდით შვილს: როგორ ამოვიცნოთ და აღვზარდოთ ამბიდექსტრი ბავშვი
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ამბიდექსტრია უიშვიათესი მოვლენაა და ორივე ხელის თანაბარი სისწრაფითა და ეფექტურობით გამოყენებას ნიშნავს, აცხადებენ სპეციალისტები. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T17:20+0400
2023-03-29T17:20+0400
2023-03-29T20:42+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
ფსიქოლოგია
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260326514_0:12:1920:1092_1920x0_80_0_0_4125be67ae129bcd88a41ea3a5bc93d2.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ამბიდექსტრია უიშვიათესი მოვლენაა და ორივე ხელის თანაბარი სისწრაფითა და ეფექტურობით გამოყენებას ნიშნავს, აცხადებენ სპეციალისტები.ფსიქოფიზიოლოგების კვლევების თანახმად, ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო ხშირად იბადებიან ამბიდექსტრი ბავშვები, თუმცა, საერთო ჯამში, მაინც პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ. ამბიდექსტრიას განაპირობებს გენი LRRTM1, რომელიც ბავშვს მამის ხაზით გადაცემა.ამბიდექსტრიის პლუსები და მინუსებიგამომდინარე იქიდან, რომ ამბიდექსტრების ტვინის ორივე ნახევარსფერო კოორდინირებულად მუშაობს, მათ არაერთი უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ასეთი ადამიანები, ტვინის განსხვავებული ორგანიზაციის გამო, სამყაროს განსხვავებულად ხედავენ. ანუ, სამედიცინო ტერმინოლოგით რომ არ გადაგღალოთ და მარტივად ვთქვათ: თუ „ჩვეულებრივი“ ბავშვი რაიმე მოვლენის მხოლოდ ერთ კომპონენტს ხედავს, ამბიდექსტრი ცნებების მთელ კომპლექსს აღიქვამს.ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე დადებით თუ უარყოფით ნიშან-თვისებას, რომლებსაც პირდაპირ უკავშირებენ ამბიდექსტრიას.უარყოფითი:დადებითი:გარდა ზემოთ ნათქვამისა, ამბიდექსტრ ბავშვებზე ასევე ამბობენ, რომ მათგან ელვარე და წარმატებული ხალხი დგება, რომ ამბიდექსტრია გენიალურობის ნიშანია. ამის დასტურად გამოდგება ალბერტ აინშტაინის, ბენჯამინ ფრანკლინის, ნიკოლა ტესლასა თუ ლეონარდო და ვინჩის დასახელება, რომლებიც ყველაზე ცნობილი ამბიდექსტრები არიან.როგორ აღვზარდოთ ამბიდექსტრი ბავშვიროგორც სპეციალისტები ამბობენ, ამბიდექსტრი ბავშვები ჰიპერაქტიურები არიან და აღზრდის პროცესში სწორედ ესაა უმთავრესი პრობლემა. ამიტომ გაითვალისწინეთ: დაიმახსოვრეთ: ამბიდექსტრი ბავშვები მაშინ იწყებენ თავნებობასა და აქტიურობას, როცა მოიწყენენ ხოლმე. ასე კი ხშირად ხდება, ვინაიდან ისინი სხვებზე ადრე, ასე ვთქვათ, ჰაერში იტაცებენ ინფორმაციას და რამდენიმე ნაბიჯით წინ ფიქრობენ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამბიდექსტრ ბავშვს თანაშემწის როლს მოარგებთ, რაიმე საპასუხისმგებლო დავალებას მისცემთ. მაგალითად, სთხოვეთ დაგეხმაროთ, დათვალოს, რამდენი ფერია გამოყენებული ამა თუ იმ ნახატზე, რომელი ფიგურები ჭარბობს სურათებზე და ა.შ.ნუ იფიქრებთ, რომ მას რომელიმე დავალების შესრულება გაუჭირდება. ამბიდექსტრებს აზროვნების პროცესის მულტიმედიურობა ახასიათებთ და იოლად ართმევენ თავს ამოცანებს. თანაც, არ მოიწყენენ. შეინარჩუნეთ მშვიდი ტონი მასთან საუბრისას და აუცილებლად აგრძნობინეთ მხარდაჭერა, როცა აღელვებულია. თქვენი სიმშვიდე კიდეც დააწყნარებს ამბიდექსტრ ბავშვს და კარგ მაგალითსაც მისცემს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ემოციებს მომავალში.დაბოლოს, ყველაზე მთავარი: არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ, გადააჩვიოთ ბავშვი ორივე ხელით მუშაობას!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260326514_224:0:1696:1104_1920x0_80_0_0_5ea6a0e52ecad34e4ff355d03f27b9d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ფსიქოლოგია , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ფსიქოლოგია , ექიმის რჩევები
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ამბიდექსტრია უიშვიათესი მოვლენაა და ორივე ხელის თანაბარი სისწრაფითა და ეფექტურობით გამოყენებას ნიშნავს, აცხადებენ სპეციალისტები.
ფსიქოფიზიოლოგების კვლევების თანახმად, ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო ხშირად იბადებიან ამბიდექსტრი ბავშვები, თუმცა, საერთო ჯამში, მაინც პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ.
ამბიდექსტრიას განაპირობებს გენი LRRTM1, რომელიც ბავშვს მამის ხაზით გადაცემა.
ამბიდექსტრიის პლუსები და მინუსები
გამომდინარე იქიდან, რომ ამბიდექსტრების ტვინის ორივე ნახევარსფერო კოორდინირებულად მუშაობს, მათ არაერთი უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით.
საქმე ისაა, რომ ასეთი ადამიანები, ტვინის განსხვავებული ორგანიზაციის გამო, სამყაროს განსხვავებულად ხედავენ. ანუ, სამედიცინო ტერმინოლოგით რომ არ გადაგღალოთ და მარტივად ვთქვათ: თუ „ჩვეულებრივი“ ბავშვი რაიმე მოვლენის მხოლოდ ერთ კომპონენტს ხედავს, ამბიდექსტრი ცნებების მთელ კომპლექსს აღიქვამს.
ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე დადებით თუ უარყოფით ნიშან-თვისებას, რომლებსაც პირდაპირ უკავშირებენ ამბიდექსტრიას.
უარყოფითი:
გაუმართლებელი თვითკრიტიკა;
ყურადღების დეფიციტის სინდრომის მაღალი რისკი;
სამყაროს ინტიუციური ხედვა (თითქოს ინფორმაციას ჰაერიდან იღებენ);
განვითარებული ლოგიკური და ხატოვანი აზროვნება;
რამდენიმე დავალების ერთდროულად და ეფექტურად შესრულების უნარი;
ვითარების სწრაფი, ყოველმხრივი და ზუსტი შეფასების უნარი;
რთული გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ახალი მასალის სწრაფად ათვისებისა და დასწავლის უნარი.
გარდა ზემოთ ნათქვამისა, ამბიდექსტრ ბავშვებზე ასევე ამბობენ, რომ მათგან ელვარე და წარმატებული ხალხი დგება, რომ ამბიდექსტრია გენიალურობის ნიშანია. ამის დასტურად გამოდგება ალბერტ აინშტაინის, ბენჯამინ ფრანკლინის, ნიკოლა ტესლასა თუ ლეონარდო და ვინჩის დასახელება, რომლებიც ყველაზე ცნობილი ამბიდექსტრები არიან.
როგორ აღვზარდოთ ამბიდექსტრი ბავშვი
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამბიდექსტრი ბავშვები ჰიპერაქტიურები არიან და აღზრდის პროცესში სწორედ ესაა უმთავრესი პრობლემა. ამიტომ გაითვალისწინეთ:
არ შეიძლება ამბიდექსტრ ბავშვთან ჩხუბი, მისი დასჯა, კუთხეში დაყენება. გარდა იმისა, რომ ეს უშედეგოა, ასევე აგრესიასა და წინააღმდეგობის სურვილს აღვივებს.
ამბიდექსტრი ბავშვები მაშინ იწყებენ თავნებობასა და აქტიურობას, როცა მოიწყენენ ხოლმე. ასე კი ხშირად ხდება, ვინაიდან ისინი სხვებზე ადრე, ასე ვთქვათ, ჰაერში იტაცებენ ინფორმაციას და რამდენიმე ნაბიჯით წინ ფიქრობენ.
ამიტომ კარგი იქნება, თუ ამბიდექსტრ ბავშვს თანაშემწის როლს მოარგებთ, რაიმე საპასუხისმგებლო დავალებას მისცემთ. მაგალითად, სთხოვეთ დაგეხმაროთ, დათვალოს, რამდენი ფერია გამოყენებული ამა თუ იმ ნახატზე, რომელი ფიგურები ჭარბობს სურათებზე და ა.შ.
ნუ იფიქრებთ, რომ მას რომელიმე დავალების შესრულება გაუჭირდება. ამბიდექსტრებს აზროვნების პროცესის მულტიმედიურობა ახასიათებთ და იოლად ართმევენ თავს ამოცანებს. თანაც, არ მოიწყენენ.
შეინარჩუნეთ მშვიდი ტონი მასთან საუბრისას და აუცილებლად აგრძნობინეთ მხარდაჭერა, როცა აღელვებულია. თქვენი სიმშვიდე კიდეც დააწყნარებს ამბიდექსტრ ბავშვს და კარგ მაგალითსაც მისცემს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ემოციებს მომავალში.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი: არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ, გადააჩვიოთ ბავშვი ორივე ხელით მუშაობას!