https://sputnik-georgia.com/20230328/tbilissi-kiev-pecoris-lavris-berebis-mxardamweri-aqcia-gaimarta-276200550.html
თბილისში კიევ-პეჩორის ლავრის ბერების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თბილისში კიევ-პეჩორის ლავრის ბერების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ამას წინათ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ეკლესიის წარმომადგენლებს მოსთხოვა ლავრის დატოვება 29 მარტამდე. 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T19:47+0400
2023-03-28T19:47+0400
2023-04-11T14:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კიევ-პეჩორის ლავრა
საეკლესიო დაპირისპირება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1c/276194678_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_e58d50947e0b957aa3253df6a6c1f960.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობასთან კიევ-პეჩორის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს ვაკის პარკიდან საელჩომდე გზა. აქციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.10 მარტს უკრაინის ეროვნულმა ნაკრძალმა „კიევო-პეჩორის ლავრამ“ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებს ტაძრის 29 მარტამდე დატოვება დაავალა.მღვდელმსახურებმა განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს: „ჩვენ არ ვართ კოლაბორანტები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ“.თბილისში აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ხატები, სანთლები, ხის ჯვრები და ბანერები: „ხელები შორს კიევ-პეჩორის ლავრიდან“.„სამონასტრო კომპლექსის მუზეუმ-ნაკრძალად გადაქცევა – ეს არის ცინიზმის აპოთეოზი, შეიძლება ითქვას. სხვა არაფერი მომდის თავში, ეს არის მიუღებელი შეფასება... ეს არის წმინდა ადგილი, სადაც ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად იმართებოდა წირვა-ლოცვა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი მართლმადიდებლური უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაა.დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, უკრაინის საელჩოსთან აქციაზე არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ მისულა საქართველოს საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, სადაც სასულიერო პირებს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.„საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გაგებით ვეკიდებით და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის მომავლის საკითხი საკმაოდ მწვავეა, რადგან უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ულტიმატუმს ვადა ოთხშაბათს, 29 მარტს ეწურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1c/276194678_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_acfca58769d7c4dcc59f2f48a7cfa7f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კიევ-პეჩორის ლავრა, საეკლესიო დაპირისპირება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კიევ-პეჩორის ლავრა, საეკლესიო დაპირისპირება
თბილისში კიევ-პეჩორის ლავრის ბერების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
19:47 28.03.2023 (განახლებულია: 14:22 11.04.2023) ამას წინათ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ეკლესიის წარმომადგენლებს მოსთხოვა ლავრის დატოვება 29 მარტამდე.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობასთან კიევ-პეჩორის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს ვაკის პარკიდან საელჩომდე გზა. აქციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
10 მარტს უკრაინის ეროვნულმა ნაკრძალმა „კიევო-პეჩორის ლავრამ“ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებს ტაძრის 29 მარტამდე დატოვება დაავალა.
მღვდელმსახურებმა განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს: „ჩვენ არ ვართ კოლაბორანტები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ“.
თბილისში აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ხატები, სანთლები, ხის ჯვრები და ბანერები: „ხელები შორს კიევ-პეჩორის ლავრიდან“.
„სამონასტრო კომპლექსის მუზეუმ-ნაკრძალად გადაქცევა – ეს არის ცინიზმის აპოთეოზი, შეიძლება ითქვას. სხვა არაფერი მომდის თავში, ეს არის მიუღებელი შეფასება... ეს არის წმინდა ადგილი, სადაც ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად იმართებოდა წირვა-ლოცვა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი მართლმადიდებლური უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, უკრაინის საელჩოსთან აქციაზე არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ მისულა საქართველოს საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, სადაც სასულიერო პირებს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.
„საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გაგებით ვეკიდებით და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის მომავლის საკითხი საკმაოდ მწვავეა, რადგან უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ულტიმატუმს ვადა ოთხშაბათს, 29 მარტს ეწურება.