https://sputnik-georgia.com/20230328/rusuli-rezoluciis-cavardnaze-kremlsi-komentari-gaaketes-276185063.html
რუსული რეზოლუციის ჩავარდნაზე კრემლში კომენტარი გაკეთდა
რუსული რეზოლუციის ჩავარდნაზე კრემლში კომენტარი გაკეთდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს ობიექტურ საერთაშორისო გამოძიებას „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებებთან... 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T15:54+0400
2023-03-28T15:54+0400
2023-08-17T12:48+0400
რუსეთი
გაეროს უშიშროების საბჭო
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/09/268353977_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d8961be028760686a66ebafc2e721c24.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს ობიექტურ საერთაშორისო გამოძიებას „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებებთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, ახლა შეუძლებელია იმის დაკონკრეტება, თუ რა ქმედებებს განახორციელებს მოსკოვი, თუმცა რუსეთი „ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა დაჟინებით მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიების დაწყება“.მანამდე, 27 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსული რეზოლუციის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადების“ ინციდენტის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ. დოკუმენტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. მას მხარი მხოლოდ საკუთრივ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს, დანარჩენმა 12-მა წევრმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. რეზოლუციის მისაღებად აუცილებელი იყო ცხრა ხმა, იმ პირობით, თუ უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრი ვეტოს არ დაადებდა მას.რუსული რეზოლუციის პროექტის მიღების შემთხვევაში უშიშროების საბჭო გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავდა საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნის თხოვნით დივერსიის ყოველმხრივი გამოძიებისთვის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/09/268353977_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_6e114d8cd08971753c81a4159e7c05bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს ობიექტურ საერთაშორისო გამოძიებას „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებებთან დაკავშირებით,
განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„მიგვაჩნია, რომ ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ობიექტური გამოძიებით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული — ყველა ის, ვისაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობას. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვწუხვართ, რომ ჩვენი ინიციატივა ჩავარდა, მაგრამ რუსული მხარე არ დაუშვებს, რომ ეს თემა ჩაიფარცხოს“, — განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა შეუძლებელია იმის დაკონკრეტება, თუ რა ქმედებებს განახორციელებს მოსკოვი, თუმცა რუსეთი „ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა დაჟინებით მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიების დაწყება“.
მანამდე, 27 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსული რეზოლუციის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადების“ ინციდენტის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ. დოკუმენტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. მას მხარი მხოლოდ საკუთრივ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს, დანარჩენმა 12-მა წევრმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. რეზოლუციის მისაღებად აუცილებელი იყო ცხრა ხმა, იმ პირობით, თუ უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრი ვეტოს არ დაადებდა მას.
რუსული რეზოლუციის პროექტის მიღების შემთხვევაში უშიშროების საბჭო გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავდა საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნის თხოვნით დივერსიის ყოველმხრივი გამოძიებისთვის.